"თავისუფლება მიშას" - ქუთაისის სხვადასხვა უბნებსა და ქუჩებში  წარწერები გაჩნდა. ავტობუსების გაჩერებებსა და  "ოცნების"  საარჩევნო პლაკატებზე გაკეთებული აღნიშნული წარწერები, სავარაუდოდ, ღამით არის  გაკეთებული, რომელსაც მერიის დასუფთავების სამსახური უკვე შლის. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი  ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც დილით გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც ამბობს რომ ის 8 წლის შემდეგ ბათუმშია. თუმცა, მთავრობის წევრები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი...
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები  განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა საარჩევნო გარემო დააზიანა გავრცელებულმა ბრალდებებმა, რომელიც შეეხებოდა, დაშინებას, ხმების მოსყიდვას, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლასა და არათანაბარ პირობებს. ევროპარლამენტარები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისინი იზიარებენ ოდირის შეშფოთებას. ამასთან განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რესურსების დისბალანსის გარდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლარიზებული გარემო, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას ახდენს. "ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილებს პოლარიზებულ მედიაგარემოზე,...
ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ხმების გადათვლა მიმდინარეობდა. დაითვალეს 4 საუბნო საარჩევნო კომისიის ხმები, რის შემდეგაც ერთ უბანზე შედეგები გაბათილდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ოპოზიციამ დალუქული ბიულეტენების გახსნისას შეამჩნია, რომ ისინი უკვე გახსნილი იყო და ეს მაშინვე გააპროტესტა. აღმოჩნდა, რომ ბევრი ბიულეტენი, ვითომ მთვლელების მექანიკური შეცდომით, ბათილ ბიულეტენებად იყო ჩათვლილი. რეალურად კი ბიულეტენები წინასწარ იყო...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები „მალულად გადათვალეს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველივე ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადეს. ამის შესახებ მელიამ ვიდეო-მიმართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში იმყოფება. როგორც მელია ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში არჩევნები პირწმინდად წააგო“. „სანამ ჩვენ ყველას გვეძინა, მოხდა შემდეგი რამ: მთელმა საქართველომ იცის, რომ პირველ ტურში, ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება...
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, ოლქში შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა. კერძოდ, მმართველი პარტიის კანდიდატს 12 ხმა დაემატა, ენმ-ს - 1, "გახარია - საქართველოსთვის" 1 ხმა. აქამდე აღნიშნულ სამაჟორიტარო ოლქში ენმ-ს კანდიდატი იგებდა. საჩივრის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბიულეტენების ხელახლა გადათვლას უსაფუძვლოს უწოდებდნენ და პარალელურად...
მცხეთის #27 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის პროცესი დასრულდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე რობერტ აზარაშვილმა განაცხადა, გადათვლის შემდეგ რეგისტრატორის მექანიკური შეცდომაა აღმოჩენილი და გასწორებულია. მე-18 უბნის თავმჯდომარეს, რეგისტრატორს და მთვლელს კი დისციპლინური პასუხისმგებლობა, გაფრთხილება დაეკისრა. "იყო საჩივრები შემოსული, განვიხილეთ, საჩივარში მოთხოვნილი იყო, რომ გაგვეხსნა, შესაბამისად, გავხსენით მაჟორიტარულიც, პროპორციულიც და ამასთანავე გაიხსნა სამაგიდო სიებიც. გამოვლინდა და დავადგინეთ კიდევაც, რომ ერთ რეგისტრატორს სამჯერ ჰქონდა ხელი...
როდესაც ასახელებ კოალიციურ მთავრობას, პოზიციები უნდა იყოს შეჯერებული ყველა პარტიასთან. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და ხვალაც გაგრძელდება. უახლოეს დღეებში დასახელდება კოალიციური მთავრობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის. პარალელურად, როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, დაანონსებულია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლო კოალიციას, ზაალ უდუმაშვილის  განცხადებით, ამის შესახებ ცნობილი გახდება უახლოეს...
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ექსპრემიერის, გიორგი გახარიას წინადადებაზე სამმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან, თუმცა მისი თქმით, გახარიამ უნდა გადაწყვიტოს, სად დგება. "არჩევნებამდე გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ ის წარმოადგენს ოპოზიციას და არჩევნების შემდეგ, მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არა სიტყვით და ფუჭი სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს, ის არის ოპოზიციაში, თუ ის არის ივანიშვილის სახელისუფლბელო პროექტი. რა...
ცესკოს მონაცემებით, რუსთავის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. მათივე ინფორმაციით, საკრებულოში 3 პარტია შედის - “ნაციონალური მოძრაობა”,  “ქართული ოცნება“ და “გახარია საქართველოსთვის“. ამის შესახებ ინფო რუსთავის წერს. “ქართულმა ოცნებამ“ 35-წევრიან რუსთავის საკრებულოში 15 წევრის შეყვანა შეძლო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 16 წევრი შეიყვანა, ხოლო “გახარია საქართველოსთვის” 3 წევრი ეყოლება. ცესკოს მონაცემებით, საკრებულოში 1 ვაკანტური ადგილია. პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, ე. წ. „ხარებაანთ უბანში“ სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, 150 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილის რეაბილიტაცია, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობა. ასევე დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 552 000 ლარით აფინანსებს. სასმელი წყლის სისტემის...
უახლოეს დღეებში იქნება ძალიან დიდი აქცია. ჩვენ ვიწყებთ ჩვენი მოქალაქეების საქვეყნო მობილიზებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაორგანიზებთ ამას, ორი მოთხოვნით, რაც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პარტია მეორე ტურში გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს და მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ მნიშვნელოვანია 30 ოქტომბრის არჩევნები, რათა ბოლომდე...
მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციების - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნები" და ორგანიზაცია "2020-ის" მიერაა შეტანილი, რომლებიც #18 უბნის სრულად, ხოლო #21 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლას ითხოვენ. "დღის წესრიგში გვაქვს ორი - #21 მცხეთის და #18 საარჩევნო უბნების საკითხის განხილვა. საჩივარი შემოსულია ამ ორი უბნის გადათვლაზე. #21 უბანზე მხოლოდ და მხოლოდ ბათილ ბიულეტენებზე საუბარი. #18...
7 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად ოთხი საკითხი იყო გამოტანილი. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. საკრებულოს სხდომა თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრით გახსნა. გიორგაძის განმარტებით, არჩევნებმა საქართველოსა და მარნეულში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. „მე თითოეულ მარნეულელს მინა მოვუხადო მადლობა იმისათვის, რომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და დააფიქსირა საკუთარი აზრი, მხარი დაუჭირა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც გაიმარჯვა. ესაა...
“გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა 3 ბიულეტენი” , – მიუთითა N52 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა. ოქმის ბალანსის დარღვევის გამო, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციამ საოლქო კომისიაში 15 საჩივარი შეიტანა, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ ოქმების შემოწმებას აგრძელებენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. “15- მდე საჩივარი გვაქვს დაწერილი. ამ დრომდე მიმდინარეობს ოქმების შესწავლა და დისბალანსების პოვნა. ამ ინფორმაციას ბრიფინგით შევაჯამებთ” , –...
6 ოქტომბერს, 18:30 საათზე, N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში შეტანილი საჩივრები განიხილეს. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ, განხილვის დაწყებამდე გააკეთა მოკლე კომენტარი, რომ ცესკოს დადგენილების N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქმა ცესკოს N40/2021 დადგენილების თანახმად გადათვალა ხუთი საარჩევნო უბანი. საჩივრებს შორის, ყველაზე ხმაურიანი იყო #60/02 უბნის საჩივრის განხილვა. აღნიშნული უბნის ოქმზე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ შემაჯამებელი ოქმის შევსების დროს დაშვებული...
წინა სტატია "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერია განცხადებით, როგორც ჩანს, კომპანია ალმას მათი ბანერების გაკვრა არ სურს. ასე ეხმაურება ის კომპანიის ინიციატივას, რომ სიძულვილის ენის შემცველი ბანერების გაკვრა აიკრძალოს. ბოკერიას თქმით, ერთი მხრივ, ეს არის ის, რაც მთავრობას აწყობს, რომ ამ მოტივით როგორმე "ეს კანონი გაქაჩონ" და მეორე მხრივ, ალმას მხრიდან "პასუხისმგებლობის ჩამორეცხვა და რეპუტაციული ზიანის შემცირება". "ეს არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი პოლიტიკური თავისუფლებისთვის,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ