გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, ე. წ. „ხარებაანთ უბანში“ სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, 150 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილის რეაბილიტაცია, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობა. ასევე დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 552 000 ლარით აფინანსებს.
სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი გარდამავალია და ის 2022 წელს დასრულდება. სასმელი წყლის სიტემის მოწყობა ამ ეტაპზე უფლისციხესა და დიცშიც მიმდინარეობს.