ახალციხეში ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსისა და აუზის მშენებლობა დაახლოებით ხუთი თვეა მიმდინარეობს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მშენებლობის მთავარი ინჟინრის, ალექსანდრე მელიქიძის თქმით, ამ ეტაპზე სვეტების, დიდი და პატარა აუზის კედლების საყალიბე მასალის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ნოემბერში სარდაფის გადახურვა დასრულდება.
,,ჩვენი ვარაუდით სადღაც ნოემბრისკენ, ამინდებს თუ შევხედავთ და ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნება, მინუსიდან რომ პლუსისკენ ამოვიდეთ, სარდაფი უნდა გადავხუროთ. მაქსიმალურად ვცდილობთ...
რა ინიციატივებით შედიან ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები? და როგორ წარმოუდგენიათ თვითმმართველი ქალაქის პრობლემების გადაჭრის გზები დებიუტანტ დეპუტატებს? ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ შეკითხვებით, წარმომადგენლობით ორგანოში შესულ პარტიებს მიმართეს. ქალაქისთვის პრობლემური საკითხების ჩამონათვალი ვრცელი რომაა, კარგად იციან - საბავშვო ბაღების სიმცირე, საპარკინგე სივრცეების არ არსებობა, ქუჩების ადაფტირება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების გაუმჯობესება. რომელი საკითხი...
ჩვენ ახლა გაგახსენებთ, წინა მოწვევის ბათუმის საკრებულოს ერთპარტიულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდნენ. პირველი ალბათ, რაც გაგახსენდებათ, რივიერას პროექტია. ან კიდევ, პლაჟის გასხვისება და სასტუმრო ამბასადორის მშენებლობის საკითხი. არა ერთხელ გამართული საპროტესტო აქციის მიუხედავად, ბულვარის ისტორიულ ნაწილში, დღეს უკვე 16 სართულიანი ნაგებობა დგას. ხსენებულ ორივე პროექტს ხელისუფლების ოპონენტები ეწინააღმდეგებოდნენ და პროტესტის ნიშნად, სხდომებს დემონსტრაციულადაც ტოვებდნენ.
ახლა კი, არჩევნების...
სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილ ბრძანებაშია აღნიშნული.
კერძოდ, ცვლილება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შევიდა.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე: ა) სრულად (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით) ვაქცინირებული პირები – ყოველ...
საჩივრების განხილვა დასრულდა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წევრებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და ‘“გახარია საქართველოსთვის“ საჩივრები განიხილეს, საქმე ეხებოდა 15-ზე მეტ უბანს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგნლები უბნების გადათვლასა და კომისიის წევრების დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოითხოვდნენ.
"ევროპული საქართველო" კომპანია ალმასგან ხელშეკრულების პირობის შესრულებასა და ბანერების გაკვრას ითხოვს. ამ საკითხზე მათ ბრიფინგი გამართეს, სადაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს არის ბოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა და ბანერები თბილისში დღის ბოლომდე უნდა იყოს გაკრული.
"დღეს იყო ბოლო ვადა, კონტრაქტით გათვალისწინებული, ამ კონტრაქტზე თვითონ აქვთ ხელი მოწერილი და ჩვენი ხელმოწერაც არის. 5 სამუშაო დღის ვადა არსებობდა, დღეს არის ბოლო დღე,...
ბათუმში საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის საზაფხულო თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საზაფხულო თეატრის როგორც გარე ფასადის, ასევე ინტერიერის სარემონტო სამუშაოები.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია სცენის იატაკის მოპირკეთება, ადმინისტრაციისა და შემოქმედებითი ჯგუფების ოთახების სამღებრო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში თეატრს შეემატება ახალი გახმოვანების და განათების სისტემა.
„ბათუმის...
საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - არაშენდას, დარჩეთისა და ქოდალოს წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, არსებული ჭაბურღილები რეაბილიტაციას საჭიროებს და არ არის წყლის საკმარისი დებიტი,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 7-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 კმ-იან საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია არსებული გზის გაფართოვება, ცემენტ-ბეტონის 18 სმ სისქის საფარის, ხოლო ნაწილობრივ მაღალ ქანობებზე - ბაზალტის ქვით ქვაფენილის დაგება.
„პროექტის ფარგლებში ასევე, მოეწყობა რკინაბეტონის მრგვალი მილები, რკინაბეტონის ღია ღარები და...
გრიპთან ერთად, კოვიდის მიმდინარეობა შესაძლოა სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
„დღეს, უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად დაიწყო ტვინდემიაზე საუბარი. ზამთრის პერიოდი ჩვეულებრივად უკავშირდება გრიპის გავრცელებასაც. ახლა გვაქვს იმის წუხილიც, რომ გრიპთან ერთად, კოვიდის მიმდინარეობა შესაძლოა სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი წლის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო...
„ლელო საქართველოსთვის“, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ 79-ე საარჩევნო ოლქმა საჩივრები არაადეკვატურად განიხილა.
მათი განმარტებით, მე-7 მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის მაჟორიტარულ ნაწილში, 925 ბათილი ბიულეტენის გადათვლას ითხოვდნენ, რაზეც უარი უთხრეს.
გუნდში ეჭვობენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ ჩადენილი მიზანმიმართული ქმედებაა, რადგან მეორე ტური არ ჩატარებულიყო.
მიმდინარე წელს თბილისის მერიამ ლედ განათებების შესაძენად თითქმის 91 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა, თუმცა, იმის გამო რომ გამოცხადებული ტენდერების პირობები კერძო სექტორის მხრიდან გასაჩივრდა, ამ დრომდე შესყიდვის განმახორციელებელი კომპანიების ვინაობა უცნობია. ჯამში საუბარი 4 სახელმწიფო შესყიდვაზე. ამის შესახებ ბიზნესმედია წერს.
თბილსერვის ჯგუფს თბილისის მერიისგან დავალება ჰქონდა, რომ კონკრეტულ ქუჩებზე ახალი ლედსანათები 10 სექტემბრამდე, დაემონტაჟებინა.
იმის გამო რომ ლედსანათების დამონტაჟება მოსწრებულიყო,...
მელიორაციის სისტემა სატარიფო მეთოდოლოგიას დაექვემდებარება. როგორც BMG-ს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა, ამ ეტაპზე წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
"ახალი რეგულირების სექტორი გვემატება. "მელიორაციის კანონში" ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც მელიორაციის რეგულირება კომისიას დაემატება და 2023 წლიდან ჩვენ მელიორაციის სექტორში დავადგენთ ტარიფებს, განვიხილავთ დავებს და ა.შ. ამდენად, უფლებამოსილებები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მარეგულირებელ კომისიას შორის იქნება განაწილებული -...
სტრატეგია აღმაშენებელი“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება.
როგორც „სტარტეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ახლა მთავარი მეორე ტურისთვის მზადებაა.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვფიქრობთ, რომ მთავარია მეორე ტურის მოგება და ამისთვის მზადება. ყველა ოპოზიცურ პარტიათან კოორდინაციაში ვიქნებით. ერთ-ერთმა პირველმა განვაცხადეთ, რომ მეორე ტურში ჩვენი მხარდაჭერა ექნება ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, მათ...
გაბუნია: ექიმები და ექთნები, რომლებიც მოქალაქეებს ვაქცინაციაში ჩართავენ, თითო პირზე 20 ლარს მიიღებენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ექიმები და ექთნები, რომლებიც მოქალაქეებს ვაქცინაციის მნიშვნელობაში დაარწმუნებენ, სახელმწიფოსგან თითო პირზე 20 ლარს მიიღებენ.
გაბუნიას თქმით, ექიმები და ექთნები მოსახლეობასთან კონსულტაციის პროცესში 8 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.
„ახლა, უკვე მივედით იმ ეტაპზე, როდესაც პირისპირ კომუნიკაციის გარეშე, ადამიანი დაარწმუნო, რომ აცრა უსაფრთხო და ეფექტურია, რთულია. ოჯახის ექიმი და ექთანი ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც დიდი ზეგავლენის მატარებელია, განსაკუთრებით, სოფლად. თუ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებული მარათონი 49 სოფელში ჩატარდება, სადაც 160-170 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
გამყრელიძის თქმით, თითოეულ სოფელზე მიმაგრებული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც პროცესს კოორდინაციას გაუწევს.
15 ან 18 ოქტომბრიდან ვიწყებთ ე.წ. მარათონს, ანუ კვირეულს. ჩვენ გვექნება გუბერნატორებთან და მერებთან შეხვედრა. 49 სოფელი აირჩა საბოლოოდ, თავიდან 67 იყო, მაგრამ ამოვიღეთ ის ადგილი, სადაც არჩევნები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































