დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებული მარათონი 49 სოფელში ჩატარდება, სადაც 160-170 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
გამყრელიძის თქმით, თითოეულ სოფელზე მიმაგრებული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც პროცესს კოორდინაციას გაუწევს.
15 ან 18 ოქტომბრიდან ვიწყებთ ე.წ. მარათონს, ანუ კვირეულს. ჩვენ გვექნება გუბერნატორებთან და მერებთან შეხვედრა. 49 სოფელი აირჩა საბოლოოდ, თავიდან 67 იყო, მაგრამ ამოვიღეთ ის ადგილი, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, რათა მარათონს სხვა ინტერპრეტაცია არ მიეცეს. ის სოფლები ავარჩიეთ, სადაც 3 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამ სოფლებში ჯგუფები, ე.წ. აგიტატორები იმუშავებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის აგიტატორთა ჯგუფმა დაიწყო უკვე სხვადასხვა სოფელში სიარული და მოსახლეობასთან შეხვედრა.რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს ადგილობრივ რწმუნებულებს. ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია და სოფლის ექიმი. თითოეულ სოფელზე მიმაგრებული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროცესს. ამ 49 სოფელში ცხოვრობს 160-170 ათასამდე ადამიანი. ამ ეტაპზე, 16 წლამდე ბავშვები გამოაკლდება. თუ იქ მოცვის მაჩვენებელის 40-50%-ზე ავედით, ძალიან კარგი იქნება,- ამბობს ამირან გამყრელიძე.