ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიაზე და მასზე ორი დღეა მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება. მისივე განმარტებით, კონკრეტული პირები ცდილობენ მის დისკრედიტაციას. როგორც მირანდა მესხის განცხადებაშია ნათქვამი, ის, რაზეც საარჩევნო სუბიექტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებასთან დაკავშირებით აპელირებს, სიცრუეა. „ხაზგასმით ვაცხადებ, რომ თითოეული ჩემი ქმედება და გადაწყვეტილება არის პირველ რიგში კანონისმიერი. ჩემზე, როგორც საჯარო მოხელეზე და ასევე, საოლქო...
რუსთავის მერია
რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ რუსთავის მერიის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. კირკიტაძემ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა. "რუსთავმა და რუსთაველებმა ამ უთანასწორო ბრძოლაში ხელისუფლებასთან გაიმარჯვეს და მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მოვიდა საარჩევნო უბანზე, გააკეთა არჩევანი და მოგეხსენებათ, რომ რუსსთავში ოპოზიციამ 64% მიიღო. ქართულ ოცნებას რუსთსაველების მხრიდან ეთქვა უარი, მათ 36%-ს...
მარნეულში 31 დევნილ ოჯახს სახლი გადაეცა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. ე.წ ელევატორის დასახლებაში ახალი სოფელი ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ოფიციალურად გახსნეს. უშუქობა, უწყლოობა, ბუნებრივი აირის უქონლობა, ახალ საცხოვრებელ ადგილთან შეგუება, ცხოვრებასთან ჭიდილი და ელემენტარული პირობების დაკმაყოფილება - ამ ყოფით პრობლემებზე ელევატორის დასახლებაში მცხოვრებლები უკვე წარსულში ლაპარაკობენ. „თქვენ იცით, რომ საქართველოს მასშტაბით, დევნლთა სამინისტრო ახორციელებს მრავლობით პროექტს როგორც განსახლების, ასევე დასაქქმების...
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” გამყოფ ხაზთან მდებარე 116-ვე სოფლისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას ითხოვს, -  ამის შესახებ ორგანიზაციამ პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერმინისტრს შესაბამისი ინიციატივით მიმართა. “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. ადგილობრივ დონეზე გასაწევ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საკითხის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე მოწესრიგება. „საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის...
96 ათასი ლარი დაიხარჯება საახალწლო მორთულობებისთვის, რომლის შესახებ გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 22 სექტემბერს ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დასადებად კომპანია ,,ჯეოლათი'' მიიწვიეს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კომპანია გორისთვის 1500 სტრინგ-განათებას, ლითონის ღეროზე დაკიდულ სხვადასხვა ზომის მანათობელ ბურთულას შეიძენს. ამისთვის დასჭირდებათ 5 კმ სიგრძის ახალი ბაგირი და 5 კმ სიგრძის ალუმინის ახალი სადენი.
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე ტურისტული ბაზრობა-გამოფენა გაიმართება. გამოფენა არის ერთდღიანი და მასში მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხელნაკეთი ნივთების ოსტატები და მხატვრები. “ღონისძიებას დაესწრებიან კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და უფლისციხეში ჩამოსული ტურისტები”, – აცხადებენ ტურიზმის განყოფილებაში. ღონისძიების მხარდამჭერები არიან შიდა ქართლის გუბერნია და გორის მუნიციპალიტეტის მერია.
წინა სტატია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, მათი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებს არ შეუერთდება. ნონიაშვილის განმარტებით, „ევროპული საქართველო“ იზიარებს სულისკვეთებას, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილია და საპატიმროდან უნდა გამოვიდეს, მაგრამ რაც შეეხება აქციებს, ეს აქციები არის უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და ცხადია, აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქნებიან, შესაბამისად „ევროპული საქართველო“ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. „ევროპული საქართველოს“ პოზიციით მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ,...
“როგორ დავიწყოთ ბიზნესი”, – გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის კონკურსი გამოცხადდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან  თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო/ტრენინგ-კურსში  „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის. სასწავლო კურსის მიზანია  მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება. “ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, დუშეთის,...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, ე. წ. „ხარებაანთ უბანში“ სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 552 000 ლარით აფინანსებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 150 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს. “პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილის რეაბილიტაცია, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობა. დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები. სასმელიწ ყლის სისტემის მოწყობის პროექტი გარდამავალია და ის 2022 წელს დასრულდება”, –...
20-21 ოქტომბერს, თბილისი, დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს” (Angel Investors) უმასპინძლებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ღონისძიების ფარგლებში, თბილისს DanBAN-ის (Danish Business Angels), Business Angels Norway-ის, FiBAN-ისა (Finnish Business Angels Network) და სხვა ორგანიზაციების 15-მდე წარმომადგენელი და ინვესტორი ეწვევა. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით, თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციაა. „ღონისძიება ორდღიანია და...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ზუგდიდში ხვალ, საოლქო კომისიაში „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის მანუჩარ ფიფიას პირველ ტურში დამარცხებულად გამოცხადების გამო აქცია გაიმართება. მელიას განმარტებით, აქციის დრო დღეს საღამოს გახდება ცნობილი. მისივე თქმით, თითოეული მანდატისთვის და ხმისთვის სიცოცხლის ფასადაც იბრძოლებენ. "ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას და შემთხვევით არ ვარ ზუგდიდში. მოგვიანებით დავაანონსებ კონკრეტულ საათს და ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას ვთხოვ ხვალ შევიკრიბოთ. ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ...
ამ განცხადებაში არის სრული უპატივცემულობა კანონის უზენაესობის - როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი, გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, რომლებმაც სააკაშვილზე ღარიბაშვილის განცხადების გამო შეშფოთება გამოთქვეს. პაპუაშვილის თქმით, კონკრეტული დეპუტატები სააკაშვილის ლობიზმს ეწევიან. "ეს სიახლე არ არის, ისინი არიან "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი დეპუტატები, მათი განცხადება არის...
„სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას გეგმავს, -  ამის შესახებ ჟურნალისტებს „სახალხო მოძრაობის” ხელმძღვანელმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა. მისი განმარტებით, აქცია იქნება ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი ხასიათის, რომელიც მიეძღვნება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნებს. “დიდ, მრავალათასიან აქციას ვაანონსებთ. ეს არის ის შეპირებული აქცია, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობდით. “სახალხო მოძრაობა” აანონსებს გამაფრთხილებელ აქციას არჩევნების სავარაუდო,...
ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს და მანიპულაციას, თითქოს ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, ასევე, თითქოს შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაკეთდა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიებზე ზეწოლასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, რეალურად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და...
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ბესიკ დონაძემ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, საქმე ეხება ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ პარტიის მოთხოვნა უბნების გადათვლასთან დაკავშირებით კომისიამ არ დააკმაყოფილა. ისანში „ევროპული საქართველოსა“ და შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატის, ბესიკ დონაძის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილს მითვისებული აქვს ყველა საარჩევნო რგოლი და საქმე გვაქვს ინსტიტუციების სრულად ჩამოშლასთან“. „ევროპული საქართველო“ რამდენიმე დღის...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განმარტებით, ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება. როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიას ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ტარიფების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ