შინდისში, ე.წ. “ხარებაანთ უბანში” სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა

313

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, ე. წ. „ხარებაანთ უბანში“ სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 552 000 ლარით აფინანსებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 150 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.

“პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილის რეაბილიტაცია, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობა. დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები. სასმელიწ ყლის სისტემის მოწყობის პროექტი გარდამავალია და ის 2022 წელს დასრულდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, სასმელი წყლის სიტემის მოწყობა უფლისციხესა და დიცშიც მიმდინარეობს.