გორის მერიამ საახალწლო მორთულობებისთვის ტენდერი გამოაცხადა

295

96 ათასი ლარი დაიხარჯება საახალწლო მორთულობებისთვის, რომლის შესახებ გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

22 სექტემბერს ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დასადებად კომპანია ,,ჯეოლათი” მიიწვიეს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კომპანია გორისთვის 1500 სტრინგ-განათებას, ლითონის ღეროზე დაკიდულ სხვადასხვა ზომის მანათობელ ბურთულას შეიძენს.

ამისთვის დასჭირდებათ 5 კმ სიგრძის ახალი ბაგირი და 5 კმ სიგრძის ალუმინის ახალი სადენი.