ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი გადათვლის პროცედურა არ დარღვეულა. ამაზე მან გადაცემა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.
საქმე ეხება საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლას, რის შემდეგაც ენმ-მ ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.
"სხდომა მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში, პროცედურები არ დარღვეულა. როდესაც შეიცვალა შედეგი გამარჯვებული კანდიდატის, მხოლოდ ამის შემდეგ წამოვიდა პროტესტი და აპელირება, რომ თითქოს დალუქული პაკეტები...
საქალაქო სასამართლოში, პარტიის „ელენე ხოშტარია - დროას" მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების საფუძველზე, რამდენიმე სასამართლო სხდომა გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, საბურთალოს საოლქოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავენ.
როგორც „დროას“ იურისტი ქეთი ბაქარაძე აცხადებს, ისინი უბნების ხელახალ გადათვლას ითხოვენ.
„უბნების გადათვლას ვითხოვთ, რადგან ოქმებში დისბალანსია, ასევე მაღალია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. ეს მიზეზია რის გამოც, გადათვლას ვითხოვთ. მათი არგუმენტია, რომ უკვე გადათვალეს...
დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში მოქმედი 186 ბაგა-ბაღიდან 55-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 32 ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს Covid-19 დაუფიქსირდათ, ხოლო 23 ბაღში ინფიცირებულები თანამშრომლები არიან.
თბილისის რაიონების მიხედვით ყველაზე მეტი ბაღი გლდანში და სამგორშია დაკეტილი. ბაღების ჩამონათვალი კი ასეთია:
გლდანის რაიონში 12 ბაღია დახურული: 53-ე, 57-ე, 100-ე, 101-ე, 102 -ე, 103-ე, 104-ე, 107-ე, 135-ე, 173-ე, 186-ე, 216-ე;
სამგორის...
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის 3.5 მლნ ლარის ღირებულებების პროექტი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და როგორც მაშინ დედაქალაქის მერი განმარტავდა, მეტროსადგური მოქალაქეებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
„ამ ეტაპზე, ვესტიბიულს კაპიტალურად არემონტებენ და ბაქნის გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქნის მდგრადობაზე და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და სამუშაოებს, სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება“,...
თბილისის ვიცე-მერ, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, იგეგმება, რომ ავარიული შენობების ჩანაცვლებისთვის ყოველწლიურად 100 მილიონიანი ბიუჯეტი გამოიყოს. როგორც ხმალაძემ განმარტა, ამ დროისთვის დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა.
„თბილისის მოქალაქეები, ვინც ცხოვრობენ ავარიულ შენობებში, პირველ რიგში სარგებლობენ ავარიული შენობების გამაგრების პროგრამით და მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კახა კალაძე კვლავ გახდება თბილისის მერი, განხორციელდება ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა.
ავარიული შენობების გამაგრებისთვის ყოველწლიურად...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მერის არჩევნებში ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შედეგად, ხმები მხოლოდ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატებს დაემატათ.
თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს 6 ხმა დაემატა, რუსთავის მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს - 20 ხმა, ქუთაისის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს კი 2 ხმა დაემატა.
„ქართული ოცნების“ მერობის სხვა კანდიდატების შემთხვევაში გადათვლის შედეგად დამატებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღსაზრდელების მიღებას საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან განაახლებენ. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებული პრობლემები ამ დროისთვის უკვე მოგვარებულია და სოფლად, საბავშვო ბაღების მუშაობის დაწყებას ხელს აღარაფერი უშლის.
“სოფლის საბავშვო ბაღები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ. ჩვენ შევთანხმდით გათბობის საქვაბეების გამართვის დროზე და მერე უკვე ჩაგვირთეს გაზი. სამზარეულოები გადაგვყავს ელექტონულ ქურებზე, ცალ ფაზიან დენზე, რასაც ამ თვეში უკვე დავასრულებთ....
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკამყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის შედეგებზე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გაბათილების შესახებ. სასამართომ მიიჩნია, რომ ოპოზიციურ პარტიას ამ მოთხოვნის დასასაბუთებლად საკმარისი მტკიცებულებები არ ჰონდა წარდგენილი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
თავის მხრივ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ სასამართლომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც სურს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს. ოპოზიცია ამ შედეგის გასაჩივრებას გეგმავს, მიუხედავად...
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შენობებზე უკანონო მიშენება - დაშენება, ასევე თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებულია.
„მიშენება - დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია. ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი, ვიღაც შიგნით კედელს რომ ხსნის, ეს ამბავი რაღაცნაირად მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს. ამის საშუალება არის საჩივარი, ცხელ ხაზზე...
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აჭარის მთავრობას მაქსიმალურად გვერდში დაუდგება იმისთვის, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს საცხოვრებელი ბინა და ფულადი კომპენსაცია დროულად გადაეცეთ.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, ვინც დაკარგა ოჯახის წევრები. მართლაც დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის, ყველასთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენც, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში ყველას...
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 წლის განმავლობაში 365 ავარიული შენობა გაამაგრა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მერია გეგმავს, ავარიული შენობები არა გაამაგროს, არამედ მთლიანად ჩაანაცვლოს.
„მუნიციპალიტეტმა 4 წლის განმავლობაში 365 ავარიული შენობა გაამაგრა. ყოველწლიურად ბიუჯეტში ავარიული შენობების გამაგრების მიზნით დაახლოებით 15-20 მილიონი ყოველთვის იყო გათვალისწინებული, ჩვენ ეს კარგად გვესმის. მომდევნო 4 წლის განმავლობაში...
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყველა ოჯახს, რომელმაც 8 ოქტომბერს დაკარგა საცხოვრებელი, გადაეცემათ ბინები და ფულადი კომპენსაცია. გარდა ამისა, ღარიბაშვილმა თქვა, რომ იგეგმება, სამშენებლო ნებართვების გაცემის გამკაცრება.
"აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩვენც ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამის გარდა, ფულადი კომპენსაციებიც, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში
ამას გარდა, რა თქმა...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისა და შედეგად, მოქალაქეების დაღუპვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დრომდე, საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება გრძელდება და და გაფართოვდება თუ არა ბრალდებულ პირთა წრე უცნობია.
„საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა. იცით, რომ სამი პიროვნება პასუხისგებაში მიეცა. ვინ იყო ჩართული და ვინ არა, ამაზე...
დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოში გლოვის დღეა - ქვეყანა 8 ოქტომბერს ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში გარდაცვლილ ადამიანებს გლოვობს. ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო საქართველოს მთავრობამ, სამინისტროებმა, აჭარის აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ორგანომ, სახელმწიფო რწმუნებულების წარმომადგენლობებმა, მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე სამგლოვიარო ბანერები გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ უმეტეს მათგანზე თარიღი არასწორადაა მითითებული - 08/10-ის, 08/10/21-ის, ანდა, გლოვის დღის ხაზგასასმელად, 11/10-ის, ან 11/10/21-ის ნაცვლად,...
დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, გადასცემენ თუ არა სააკაშვილს უკრაინულ მხარეს, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამორიცხულია.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ პოზიცია სააკაშვილის დაკავების დღესვე დააფიქსირა.
„გამორიცხულია,...
2022 წლიდან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ფასიანი გახდება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ამ დროისათვის, 2021 წლის ბოლომდე, ეს მომსახურება უფასოა. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოქალაქემ იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, თუ საკუთრების დასარეგისტრირებლად არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია და დოკუმენტები ვერც არქივსა და სხვა უწყებებში იძებნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ინგა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, 2021...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































