პრემიერი ბათუმში მომხდარზე: ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები, ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული

346

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აჭარის მთავრობას მაქსიმალურად გვერდში დაუდგება იმისთვის, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს საცხოვრებელი ბინა და ფულადი კომპენსაცია დროულად გადაეცეთ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, ვინც დაკარგა ოჯახის წევრები. მართლაც დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის, ყველასთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენც, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში ყველას გადაეცეს და ამის გარდა ფულადი კომპენსაციებიც, რათა საკუთარ სახლებში მოაწყონ შესაბამის პირობები.

ამის გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები, საერთოდ, ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული. პოლიციამ უკვე დააკავა სამი პირი, რომელიც იკვეთება ამ დანაშაულში, ამ უბედურ შემთხვევაში, ტრაგედიაში, ამას დავარქვათ გულგრილობა თუ გაუფრთხილებლობა, ამას ბუნებრივია, გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აჭარის მთავრობას მაქსიმალურად გვერდში დაუდგება იმისთვის, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს საცხოვრებელი ბინა და ფულადი კომპენსაცია დროულად გადაეცეთ.