ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მერის არჩევნებში ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შედეგად, ხმები მხოლოდ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატებს დაემატათ.
თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს 6 ხმა დაემატა, რუსთავის მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს – 20 ხმა, ქუთაისის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს კი 2 ხმა დაემატა.
„ქართული ოცნების“ მერობის სხვა კანდიდატების შემთხვევაში გადათვლის შედეგად დამატებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი – 12 ხმა,
თელავის მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი -1 ხმა,
წალკის მერობის კანდიდატი ილია საბანაძე – 1 ხმა,
თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი გიორგი წიკლაური – 10 ხმა,
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მანანა ნარიმანიძე -1 ხმა,
გორის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – 1 ხმა,
ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი -2 ხმა,
ხაშურის მერობის კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილი -1 ხმა,
წყალტუბოს მერობის კანდიდატი გენადი ბალანჩივაძე -1 ხმა,
ქობულეთის მერობის კანდიდატი ლევან ზოიძე – 1 ხმა
ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე – 1 ხმა.
უბნების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადათვლის შედეგად ყველაზე მეტი 258 ხმა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ყვარლის მერობის კანდიდატს გიორგი გიგილოშვილს დააკლდა.
“მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის დედაქალაქის მერობის კანდიდატს ქეთევან ნაკაშიძეს 96 ხმა დააკლდა.
რაც შეეხება სხვა პარტიების დედაქალაქის მერობის კანდიდატებს, კახა კალაძეს ჯამში 6 ხმა დააკლდა გადათვლის შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკა მელიას -, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატს თამარ კეკენაძეს -1 და გიორგი გახარიას ჯამში 3 ხმა დააკლდა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე კი მცირედით არის მონაცემები შეცვლილი.