დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა.
"გვინდა, ორშაბათიდან მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების საშუალებით გავააქტიუროთ აცრები. გვინდა, რომ მოტივაცია გაჩნდეს აცრებზე, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განხილული...
ტყიბულში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის დასრულების შემდეგაც ახალი სისტემების მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, პროექტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე გამოიყო.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია, რეგიონებში მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამჯერად ქალაქ ტყიბულში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის დასრულების შემდეგაც დაიწყება...
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გამართა. პარტიის ლიდერებმა ქუჩაში ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიან პოსტერები გააკრეს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
"აღარ მოეკიდო გაგებით"- ამ წარწერებით პარტიის წევრები მხარდამჭერებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, თუ დიდ ქალაქებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს იქნება საყრდენი, რომელიც მისცემთ შესაძლებლებლობას მშვიდობიანი ცვლილებებისა.
"ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ მივიდნენ მეორე ტურში, რადგან ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის მათი ფუნდამენტური ინტერესი....
ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა ქედაში, იმ უბნების თავიდან გადათვლაზე, სადაც ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, არჩევნები კანონდარღვევით ჩატარდა, ცესკომ არ დააკმაყოფილა.
პარტია „საქართველოსთვის“ ქედის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პარტია სოფელ უჩიხთში არსებულ საარჩევნო უბნის გაბათილებას ითხოვდა. ოლქმა ეს მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
რამაზ გოლომანიძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით შერჩეულ ოთხ უბანზე განმეორებით მხოლოდ ბათილი ბიულეტენები გადაამოწმეს.
ამ ორ უბანზე განმეორებითი არჩევნების...
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება. როგორც მან განმარტა, სკოლებში უკვე არსებული რეგულაციების პაკეტი საკმაოდ ეფექტურია და ცვლილებებს არ საჭიროებს.
„სკოლებში რეგულაციები, ის რაც არის დაწესებული, ზედმიწევნით ზუსტად უნდა შესრულდეს. ეს პაკეტი არის საკმაოდ ეფექტური, დამატებით რეგულაციებს სკოლებისთვის ჩვენ არ ვგეგმავთ. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, აქაც ისევ მთავარი დაცვა არის წესების დაცვა და პერსონალის ვაქცინაცია,...
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს დაასრულებს.
კუჭავამ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა: - “ნუ ნერვიულობთ საკითხებზე, რაზეც პოლიტიკური ნებაც არის და დაწყებულია ქმედებები“.
“საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა იქნება. დაველოდებით როცა პარლამენტში ყველა შეიკრიბება, რადგან კონსტიტუციას შესაბამისი ხმები სჭირდება. არჩევნებამდე ბოიკოტის რეჟიმშია ის პოლიტიკური პარტია, რომლის ხმებიც...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ევროკავშირის საპილოტე პროექტ რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტისთვის 40 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც 3 სახელმწიფო სააგენტოზე განაწილდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საპილოტე რეგიონები პირველ ეტაპზე 4 რეგიონს მოიცავს - კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და შესაბამისი კონკურსის და აქტივობების ფარგლებში, რომელიც ინვესტიციებს და სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას...
პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი განცხადებას ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც ცაგერის მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება განაგრძობს ისეთივე ბინძური, ცილისმწამებლური და უკანონო მეთოდების გამოყენებას, რასაც პირველ ტურშიც ჰქონდა ადგილი.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოსდა ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხევაში შეჩერდება ყველა ეკონომიკური თუ სოციალური პროექტი, აღარ გაიცემა პენსია და სოციალური დახმარება და ყველა საჯარო მოხელე გათავისუფლდება სამსახურიდან...
ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, ვახტანგ კაპანაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ის ციხიდან სპეციალური სამაჯურით გამოუშვეს და მომავალი წლის თებერვლამდე შინა პატიმრობაში იქნება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ოპოზიციაში მომხდარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, დავით მჟავანაძის თქმით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები პატიმრების ოჯახებს ხმების სანაცვლოდ დაკავებულების ციხიდან გამოშვებას ჯერ კიდევ პირველი ტურის ჩატარებამდე პირდებოდნენ.
"საკრებულოს...
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის მიზანია კვლავ გავრცელდეს დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათი დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის რაც, საბოლოოდ გადაჭრის დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას, განსაკუთრებით, დედაქალაქში,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს კანონის პროექტის „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საუბრისას, დეპუტატმა განმარტა, რომ ცვლილება ე.წ. დაუმთავრებელ მშენებლობებს ეხება.
მისივე თქმით, მიუხედავად 2017-2020 წლებში განხორციელებული ღონისძიებებისა, ამ მიმართულებით კვლავ...
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის საფუძველზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
როგორც საია-ში განმარტავენ, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში კახა კუჭავა იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა, რაზეც საია-მ როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საარჩევნო ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა.
„2021 წლის 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, N02.02.76 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა. როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის...
ეს გორგასლის ქუჩაზე, არსებული ახლად აშენუბილი კორპუსია. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, შენობას ექსპლუატაციაში შესასვლელად, ბათუმის მერიის ნებართვა მიღებული აქვს, თუმცა, მდგომარეობა ასეთია. როგორც ხედავთ, ქალაქის ხედის სანახავად აივანზე გასვლა საჭირო არაა. საცხოვრებელი კორპუსის ბლოკებს თუ შევხედავთ, გადაჭარბებული არ იქნება თუ კი, ვიტყვით, რომ შენობა შუაში იხლიჩება. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
კორპუსი ფაქტობრივად თავზე ენგრევათ, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს. ყურადღების მიღმა...
დაზიანებული კედლები, დაზიანებული სახურავი და გაუმართავი სანიაღვრე სისტემა ქობულეთში, ჭავჭავაძის 45-ნომერში მცხოვრებლები საცხოვრებლის ავარიულ მდგომარეობას ამ პრობლემებს უკავშირებენ. ხუთსართულიან კორპუსში 25 ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
კორპუსი 11 წლის წინ კომპანია „ჭავჭავაძე პირველმა“ ააშენა. კომპანიაში გვითხრეს, რომ პროექტი არ ითვალისწინებდა, ბინის ფასადის მოპირკეთებას, კორპუსის ექსპლუატაციაზე კი ხელი თვითმმართველობას მოწერილი აქვს. პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობას მერიაში ამისამართებენ, სადაც სატელევიზო კომენტარი არ გააკეთეს.
ამბობენ,...
ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადებით, სოფელ ყვიბისის N20–ე საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთის ერთი პროპორციული ბიულეტენი, რომელიც კომისიის წევრებს დაკარული ეგონათ, დათვლის დროს ყუთში აღმოჩნდა. აღნიშული ყუთი კომისიის წევრების გადაწყვეტილებით საოლქოში გაიხსნა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ყუთი უფლებამოსილი პირების თანდასწრებით დაითვალა. შესაბამისად ის შედეგი დადგა, რასაც ველოდით. კითხვის ნიშანი არცერთ კომისიის წევრში, მათ შორის არც იმ ოლქის წევრებში არ დატოვა. დათვლის შედეგად ამოვიდა იმდენი ბიულეტენი...
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის ან მართვის უფლებით, 2020 წლის 21 მარტიდან, 2021 წლის 21 მარტის პერიოდში ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია, საურავი.
ნათია თურნავას თქმით, შეღავათებით გავრცელდება იმ პირებზეც, ვინაც გადასახადი სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა. ეს ჩაეთვლებათ მომავალი პერიოდის ვალდებულების შესრულებაში.
''მთავრობამ იმსჯელა და გადაწყვეტილებას...
„ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი მაკა სუდაძე ამბობს, რომ ახალციხეში N22-ე უბანზე, შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრებმა ხელი შევსებამდე მოაწერეს. უბნის კომისიის თავმჯდომარე, გელა ტივაძე ამბობს, რომ „ეს დარღვევა არ არის და იმ დროს მდივანი ვარჯიშობდა“. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„შავად, რომ დათვალეს ბიულეტენები და გადათეთრებამდე მივიდნენ, უთქვამთ – მიახლოებით ხომ იცით რა შედეგიც დაიდება და პრინციპულად არაფერი შეიცვლებაო – ზოგი დაღლილი ყოფილა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































