“ევროპულმა საქართველომ” ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გამართა. პარტიის ლიდერებმა ქუჩაში ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიან პოსტერები გააკრეს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
“აღარ მოეკიდო გაგებით”- ამ წარწერებით პარტიის წევრები მხარდამჭერებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, თუ დიდ ქალაქებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს იქნება საყრდენი, რომელიც მისცემთ შესაძლებლებლობას მშვიდობიანი ცვლილებებისა.
“ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ მივიდნენ მეორე ტურში, რადგან ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის მათი ფუნდამენტური ინტერესი. ნებისმიერ დიდ ქალაქში მარცხი ივანიშვილის რეჟიმის არის საყრდენი იმისა, რომ მშვიდობიანი გზით გავაცილებთ ხელისუფლებიდან. გავაკარით პოსტერები, რითაც ჩანს სახე, რა ჭაობში ჩაფლობისკენ მიყავთ ქვეყანა, ცხოველების ფერმისკენ. ეს არის სატირა, რაც თვითონ გამოიყენა, რომ ეს ნაწარმოები არის მისთვის შთაგონების წყარო. ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ქონდეს შანსი თვითონ განსაზღვრავდეს თავის მომავალს. ამიტომ მეორე ტურში გასულისთვის ხმის მიცემა არის საკუთარი მომავლისთვის ხმის მიცემა”, -აცხადებს გიგა ბოკერია.