თბილისის მერიის და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ვერის პარკის რეაბილიტაციისათვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. „ვერის პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული სარეკრეაციო სივრცეა, სრულ განახლებას საჭიროებს. არსებული მდგომარეობა მძიმეა და არ არის დამაკმაყოფილებელი. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭიროა კვლევა, დეტალური დიზაინის პროექტი, ხოლო შემდეგ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ვერის პარკი...
როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ კვირას გაფორმდა, ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს. „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად...
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ სეხნიაშვილი სამართლებრივი საკითხების კონსულტანტ ნოდარ კობიაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის ქალაქ შაკიაიში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს, უკრაინის, ლატვიისა და ლიეტუვას თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, - ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადაჟის, შაკიაის, სლობოჟანკას და დუშეთის მუნიციპალიტეტების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას შემდეგ სფეროებში: საჯარო სივრცეების განვითარება, კულტურა,...
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით,  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  2022 წლის ბიუჯეტი რთველის სუბსიდირების პროგრამის შემცირების ხარჯზე მცირდება. ამის შესახებ მან პარლამენტში BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. საქმე ის არის, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტის მიხედვით, შემდეგ წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 577 მილიონი ლარით დაფინანსებაა განსაზღვრული, რაც 2021 წელთან შედარებით 51 მილიონი ლარით...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობირივი თვითმმართველობა სოფელ ხიხანში ამბულაორიის და სოფელ წერაქვში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას გეგმავს. მარნეულის მერიამ ხიხანის ამბულატორიისა და წერაქვის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისათვის 115 479 ლარის ღირებულების ტენდერი დღეს, 12 ოქტომბერს, გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წერაქვის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის ღირებულება 84 378 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ხიხანის ამბულატორიის რეაბილიტაცია 31 101 ლარის ფარგლებში უნდა მოხდეს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან...
“ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას ელოდება. სწორედ ამ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული ოპოზიციის გადაწყვეტილება, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ამ დროისთვის, ცესკოს გორის 32-ე ოლქსი შემავალი 106-ვე უბნის ხმები დათვლილი აქვს და ოქმებიც გამოქვეყნდა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი კონკრეტულ დარღვევებზე მიიუთითებს და საჩივრებზე რეაგირებას ელოდება. ბადრი ბასიშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატის...
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძევერას მიმდებარედ, ახალი დასახლება მოეწყობა, რომელიც თავშესაფრის გარეშე დარჩენილი დევნილი ოჯახებისთვის იქნება გათვალისწინებული. პროექტის მხარდამჭერი გერმანიის მთავრობაა, რომელიც დევნილებს ახლადგაშენებულ სოფელში 22 სახლს გადასცემს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი ქართულ სოფელს ავაშენებთ, გორის მუნიციპალიტეტშიც სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც ჩვენთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს. დევნილებზე ზრუნვა, კვლავ რჩება ჩვენს ურყევ პრიორიტეტად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ...
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო, გაუქმდა. „კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მწუხარება გამოვხატო ტრაგედიის გამო, რომელიც ბათუმში დატრიალდა. სრულიად საქართველო იზიარებს ამ დიდ ტკივილს. მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ. ყოველი წლის 14 ოქტომბერს, სრულიად საქართველო მცხეთობა-სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს ზეიმობს....
ოფიციალურად „გირჩი მეტი თავისუფლება“ ამ აქციას არ უერთდება, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლება“-ს წარმომადგენელმა, ცოტნე კობერიძე განაცხადა. მისი თქმით, ისინი თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ეს არის ერთი პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია. „ჩვენ ვთანამშრომლობთ, მაგრამ ეს არის ერთი პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია. ჩვენ პარტნიორები ვართ, მაგრამ მათ შორის ჩვენთან არავის შეუთანხმებია, მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვა, პოლიტიკური სიტუაცია როგორ იქნებოდა“, - განაცხადა...
„გირჩის“ წევრის, ლექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, „გირჩი“ 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას არ შეურთდება. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების უფლება. „გირჩი“ არ უერთდება ამ აქციას. ზოგადად ეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა და არ მგონია, ახლა განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. ბუნებრივია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების უფლება. ვნახოთ, რამდენი ადამიანი მოვა და რამდენად აქტუალურია ეს საკითხი...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება, მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, ესეების კონკურსს აცხადებს. „კონკურსის მონაწილემ შემდეგი თემატიკიდან უნდა წარმოადგინოს ერთი ესე. რა გავლენა იქონია პანდემიამ ჩემს უფლებებზე; მე ვირჩევ თანასწორობას; მრავალფეროვანი და ტოლერანტული გარემო; მე ვირჩევ არაძალადობრივ გარემოს; მე მაქვს განათლების უფლება; რატომ ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს? რას მაძლევს წიგნიერება. ესე უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე, ქართული შრიფტით Sylfaen, MS Word-ის ფორმატში, შესაძლებელია ნაშრომი წარმოდგენილი იყოს ხელნაწერის სახითაც. ესეს...
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც დღეს საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 14 ოქტომბერს დაგეგემილი აქცია მასშტაბური უნდა იყოს. „უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას აქტიურ ქმედებებზე გადასვლით უნდა ვუპასუხოთ, ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინებისა და...
ცოტა ხნის წინ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ შეაფასა ეს არჩევნები ძირითადად კარგად, თუმცა მათი სურვილია დამთავრდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ჩვენც ვუერთდებით ამ იმედს, - ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული ამოცანა აქვს პოლარიზაციის შესუსტებისა და შუამავლობის თვალსაზრისით. ამასთანავე, ავსტრიის პრეზიდენტმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც გაამახვილა ყურადღება და...
გურჯაანში, ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი ნოემბრის თვიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. თავშესაფარის მშენებლობა უკვე დასრულებულია და დაწესებულებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თემურ ზავრაშვილი უხელმძღვანელებს. ამჟამად მიმდინარეობს ვეტერინარების და პერსონალის გადამზადება. “მინდა ავღნიშნო, რომ ეს იქნება პოპულაციის მართვის სააგენტო. აქ მოხდება ცოფზე აცრა, ჩატარდება სრული სამედიცინო მანიპულაციები. მოხდება ასევე სტერილიზაცია-კასტრაციის გზით პოპულაციის მართვა, სპეციალური...
ქუთაისის მერია კულტურული ღონისძიებებისთვის განსაზღვრულ თანხას, ბათუმში 8 ოქტომბერს ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებალდ გადარიცხავს. "ქუთაისის მერია ოქტომბერში დაგეგმილ 4 კულტურულ ღონისძიებას აუქმებს. თანხა, რომელიც ამ აქტივობებისთვის იყო გამოყოფილი, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიაში ამბობენ, რომ კულტურული ღონისძიებებიდან დაზოგილი თანხა 35 000 ლარს შეადგენს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო...
თელავში მცხოვრები მოსახლეობა, სოციალურ ქსელში მიუსაფარი ცხოველების სიმრავლისგან გამოწვეულ პრობლემებზე ჩივის და აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. მათი თქმით, მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე წლებია აწუხებთ. მათივე ინფორმაციით, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მშენებლობის გამო, თელავში მაწანწალა ცხოველების სრულად სტერილიზაცია წელიწადზე მეტია არ ჩატარებულა. სწორედ ამიტომ მოიმატა ქუჩებში მიუსაფარი ცხოველების რიცხვმა. “ვინც ძაღლებისგან შეწუხებულები ხართ, 12 ოქტომბერს, შევიკრიბოთ გამგეობასთან 1- 2 საათამდე,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ