30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეები 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. „შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის. მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1830 საარჩევნო უბანი მოემსახურებათ. ასევე მეორე ტურზე ამომრჩევლებისთვის არის შექმნილი გამონაკლის შემთხვევაში 8 უბანი. შექმნილია სპეციალური უბნები სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებსა...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია. თბილისის საკრებულოს 40 პროპორციული მანდატი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" – 19; "ნაციონალური მოძრაობა" – 13; „საქართველოსთვის“ – 4; "ლელო" – 2; ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ – 1; ანა დოლიძე -„ხალხისთვის“ – 1. ცესკომ...
ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებიდან დღემდე, დაახლოებით 50 ათასი ჯარიმაა გამოწერილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განუცხადა. მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირებით მიღებული შემოსავალი მილიონ ლარამდეა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისის დაახლოებით 70 ქუჩაზე მოქმედებს. „1.5 წელზე მეტია, რაც ეს პროექტი მოქმედებს. გამოწერილია დაახლოებით 50 ათასი ჯარიმა. ამ მიმართულებით კი დაახლოებით მილიონი ლარია შემოსავალი....
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდში, სახელმწიფო ქონებით სარგებლობისთვის ჯამში 1652 პირს 5 071 875 ლარისა და 100 608 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ჰქონდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, გადაუხდელი თანხებისა და პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა 1 700 000 ლარს აღემატება. „მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომლებმაც ან საერთოდ ვერ შეძლეს ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური...
საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელება იკრძალება და შესაბამისი ჯარიმები შემოდის. ამ მიმართულებით, საარჩევნო კოდექსსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატების ავტორობით მომზადდა. კერძოდ, კანონპროექტით იკრძალება სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკური საშუალების (მაგალითად, სტენდის, შენობა-ნაგებობის ფასადის, სხვა უძრავი ნივთის/კონსტრუქციის) გამოყენებით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ორშაბათიდან თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისელების მხარდაჭერით გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს. კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მეორე ტურში არაფერია ტრაგიკული და პირიქით მეტი მოტივაციაა. „მეორე ტურს რაც შეეხება, აქ ტრაგიკული ნამდვილად არაფერი არ არის. კარგი იქნებოდა, რომ არჩევნები პირველ ტურში დამთავრებულიყო, მაგრამ ამან მოგვცა კიდევ...
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მათი მიერ წარმოებული საარჩევნო დავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერეს, საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანეს, ხოლო 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლის მეშვეობით გაუწია მეთვალყურეობა. არჩევნების დღეს და მის შემდეგ ორგანიზაციამ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერა, საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7...
ქუთაისში 37 საბავშვო ბაღიდან 15-ში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ორი კვირით სწავლის შეწყვეტის მიზეზი პერსონალისთვის კორონავირუსის დადასტურება გახდა. რაც შეეხება სკოლებს, სამ სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი, ხოლო 38 სკოლაში 50 კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული.
თბილისის მასშტაბით, 2022-2023 წლებში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, სავარაუდოდ, კიდევ 5-7 ლოკაციაზე დაინერგება. როგორც „ინტერპესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა, ვაკის, საბურთალოს, ყოფილი კოლმეურნეობის მოედნისა და ყოფილი ლესელიძის ქუჩის გარდა, ზონალურ-საათობრივი პარკირება, შესაძლოა, იყოს გლდანში, ვარკეთილში და დიდუბეში, მათ შორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, წერეთელზე და დიღომში. „გეტყვით, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების გაფართოება იგეგმება, თუმცა, მნიშვნელოვანია ეს განვიხილოთ...
პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზემოთ მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, ყველაზე მაღალ რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან ჯანდაცვის მუშაკები, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები. „ასევე, გრიპის ვაქცინა უფასოდ მიეწოდება C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეშ მყოფ ადამიანებს, აივ ინფიცირებულებს. ნებისმიერ 60 წელს ზემოთ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო...
,,ევროპული საქართველოს'' რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თავდამსხმელებს შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და რუსთავის მერიაში დასაქმებულები ამოიცნო. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ხალხი რუსთავიდან თბილისის აქციაზე წამოსასვლელად ემზადებოდა. შეკრებილებს აგრესიულად განწყობილმა თავდამსხმელებმა კვერცხები და ცოცხები ესროლეს. ზოგს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის მიუხედავად ისინი თბილისში მაინც წამოვიდნენ. აქციაზე კი რუსთავში "ევროპული საქართველოს" ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეუძლოდ გახდა. მას კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.
კვირის დასაწყისში, როდესაც covid-19-ით ინფიცირების ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ მატებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყებებმა მოკვლევა დაიწყეს. დღეს კი მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფიცირების ნახტომისებური მატების მიზეზები დაასახელა, რომელთაგან პირველი მობილობის ზრდაა, რომელიც, ძირითადად, რთველს უკავშირდება. „მობილობა მაღალია - არა იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში სწავლა დავიწყეთ, არამედ ის მაღალია მთელი რიგი სოციალური აქტივობების გამო; მაგალითად,...
ჩვენთვის მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი აკადემიურ გარემოში შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. „დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირობა დაიცვან სკოლებმა, რისი გამოცდილებაც უკვე აქვთ. უნდა გამოიყენონ ლოკალური ღონისძიებები - შესაძლოა, კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე და არაა აუცილებელი, ამ რეჟიმში სკოლა მოექცეს. ჯერჯერობით ამის მართვა ხერხდება და ეს რეჟიმი მომავალშიც გაამართლებს, მაგრამ მთავარი წინაპირობა, რომ სკოლები გახსნილ...
იმის გარანტია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზრდება, თუ რიგ ღონისძიებებს არ დავიცავთ არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. „ვაქცინაცია და წესების დაცვა, სხვა რამ COVID19-ის წინააღმდეგ მეცნიერებს ჯერ არ შეუქმნიათ. ასევე ესაა მობილურობის შეზღუდვა და ვაქცინაცია. მობილურობის შეზღუდვის სტაბილურად შენარჩუნება, უბრალოდ წარმოუდგენელია. ამიტომ ჩვენთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის უმთავრესია ვაქცინაცია“, - აღნიშნა გაბუნიამ. მისი...
ამ არჩევნებზე ჩვენი მთავარი კონცენტრაციის საგანი არის დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა - საერთო ოპოზიციური ძალისხმევის გაერთიანება კოალიციური მმართველობის იდეის გარშემო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, კოიციური მმართველობის ჩამოყალიბებაა ის, რაც გამოსავალს მოიტანს. „ჩვენ სწორ სვლას ვხედავთ შემდეგში: მთავარი კონცენტაციის საგანი არის კოალიციური მმართველობა და არა რომელიმე ერთი პარტიის ირგვლივ ან „ქართული ოცნების" რომელიმე ერთი პარტიით ჩანაცვლება....
გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები, ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. ასევე მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის თავის მიმართვაში წერს, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატებმა გააცნეს. სააკაშვილის განცხადებით, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გაათავისუფლოს, შესაბამისად ,ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ