გაბუნია: შეზღუდვებს არ მოაქვს გრძელვადიანი შედეგი, ამიტომ უნდა გაფართოვდეს PCR ტესტირება სოციალურად აქტიურ ადგილებში დასაშვებად

695

იმის გარანტია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზრდება, თუ რიგ ღონისძიებებს არ დავიცავთ არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

„ვაქცინაცია და წესების დაცვა, სხვა რამ COVID19-ის წინააღმდეგ მეცნიერებს ჯერ არ შეუქმნიათ. ასევე ესაა მობილურობის შეზღუდვა და ვაქცინაცია. მობილურობის შეზღუდვის სტაბილურად შენარჩუნება, უბრალოდ წარმოუდგენელია. ამიტომ ჩვენთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის უმთავრესია ვაქცინაცია“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მისი თქმით, შეზღუდვებს არ მოაქვს გრძელვადიანი შედეგი. „ამიტომ ისევ და ისევ უნდა დავამატოთ ვაქცინაციის მექანიზმი და გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. სხვა ქვეყნებში, რომლებმაც ძალიან წარმატებულად გაართვეს თავი კოვიდის მართვას, არის მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციისა და გამოიყენება პსრ ტესტირება სოციალურ ადგილებში დასაშვებად. ჩვენც დავიწყეთ ამ მოთხოვნების დაყენება, მაგალითად კონფერენციებში, ტრენინგებში მონაწილეებისთვის. ახალა ეტაპობრივად უნდა გაფართოვდეს ეს მოთხოვნები, რათა ჩვენ უსაფრთხოდ შევძლოთ ბიზნეს და სოციალური საქმიანობის გაგრძელება“, – აღნიშნა გაბუნიამ.