ასე გამოიყურება დღეს გორში ისტორიული სამეფო ქუჩა, რომლის რეაბილიტაცია 2021 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ამ ეტაპზე, შესრულებულია სამუშაობის 63%. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხრციელდება.
ჯერ კიდევ 2020 წლის 24 ოქტომბერს ვწერდით, რომ სამუშაოები საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. როგორც კი არჩევნები დამთავრდა, ტექნიკაც გაიყვანეს. სამუშაოები 2021...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მოსახლეობა სასმელი წყლის საფასურის დავალიანებას ეტაპობრივად გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა შეხვედრის დროს მიაწოდეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“გორის მერიისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შეთანხმებით, მოსახლეობა პირველ ეტაპზე დავალიანების 35 % – ს გადაიხდის და დანარჩენი თანხა კიდევ ორ თვეზე გადანაწილდება. ბერშუეთელებმა დახმარების მიზნით ხელისუფლებას მას შემდეგ მიმართეს, რაც სასმელი წყლის მიწოდება...
გორის მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი გრანტის მქონე 34 სტუდენტს დააჯილდოებს. ამის შესახე რადიო მოზაიკა წერს.
სტუდენტები, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, გორის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის” ფარგლებში დაჯილდოვდებიან.
სტუდენტებს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დოკუმენტაციის წარდგენა მიმდინარე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლოთ, უწყების ინფორმაციით, მერიაში განაცხადი 34 სტუდენტმა...
გახარიას გუნდი ახლადარჩეულ გორის საკრებულოში სოციალური მიმართულებით აქტიურ მუშაობას აანონსებს. პარტიის წარმომადგენელი, მამუკა ფანიაშვილი, რომელიც ფრაქციას უხელმძღვანელებს, აცხადებს, რომ განსაკუთრებულ აქცენტს საკითხების ინიცირებისას, სოციალურ მიმართულებაზე გააკეთებენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მისი განმარტებით, წლიდან წლამდე სოციალური პაკეტი უცვლელად გადადიოდა ოფიციალურ დოკუმენტებში და საკრებულოც ამ სახით ამტკიცებდა მას.
” 4 წლის განმავლობაში სოციალური პოლიტიკის პაკეტის კოპირება და დამტკიცება ხდება. ბევრი მოქალაქის განცხადება...
კორონავირუსის შემთხვევების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 7 საბავშვო ბაღია დახურული.
როგორც "ლაივპრესს" სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ განუცხადა, დახურულია სოფელ ბაშის, შამგონის, ნარაზენის, ორულუს ბაღები. ინგირის #1-ელ ბაღში ერთი ჯგუფი და ქალაქის მე-15 საბავშვო ბაღი.
მისი ინფორმაციით, საბავშვო ბაღების ნაწილში მასწავლებლებს, ნაწილში კი, ბავშვებს დაუდასტურდათ ვირუსი.
მუშაობა უკვე განაახლა ანაკლიის საბავშვო ბაღმა, რომელიც ასევე კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო იყო...
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. როგორც კალაძემ აღნიშნა, ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს თავდადებულის ქუჩაზეც.
„ყველას ახსოვს ამ ტერიტორიაზე უხვი ნალექის დროს დატბორილი ქუჩები. პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. ასევე, ანალოგიური სამუშაოები თავდადებულის ქუჩაზეც მიმდინარეობს. ბოლო ეტაპზე, დიდი დიღმის კერძო დასახლებაში სანიაღვრე ქსელს მოვაწყობთ, რაც მანამდე არ...
ზუგდიდში, ფოსტის ყოფილი შენობის ფასადზე განთავსებული პანოს რეაბილიტაცია დაიწყო. ინიციატივა ადგილობრივ მერიას ეკუთვნის, სამუშაოები კი განახლებული რეგიონის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ამის შესახე რადიო ათინათი წერს.
მერიაში ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები ყველა შესაბამისი სტანდარტის გათვალისწინებით ჩატარდება.
"პანო არ დაკარგავს თავის არქიტექტურულ სახეს. სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულია კომპეტენტური პირები, სწორედ მათი რეკომენდაციით, ამ ეტაპზე ხდება მისი ქვიშის ჭავლით გაწმენდა, ასევე, აღდგება დაზიანებული უბნები", -...
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში ავარიული სახლების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი პროგრამა დააანონსა. მან ასევე ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე სახლებთან დაკავშირებულ გეგმებზე.
„გარდა ავარიული სახლებისა, ქალაქში გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლები. შესაბამისად, 2 წლის განმავლობაში ვაპირებთ დავხარჯოთ 10 მლნ ლარზე მეტი...
მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ცნობით, მესტიისა და ბაკურიანის (დიდველის) სათხილამურო არეალი ახალი ინფრასტრუქტურით მიიღებს დამსვენებლებს.
„სვანეთში, ზურულდის მთაზე შენდება ახალი საბაგირო კომპლექსი. დემონტაჟი ჩაუტარდა ამორტიზირებულ საბაგიროს, ამასთნ, აქტიურად მიმდინარებს საყრდენი სვეტებისა და საბაგიროს სადგურების მონტაჟი.
ზურლიდის მთაზე 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე ექსპლუატაციაში გაშვებული იქნება გონდოლას ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი. საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1800...
თბილისში კორონავირუსის შემთხვევების გამო, ამ დროისთვის, 186 საბავშვო ბაღიდან 63 ბაღია დაკეტილი, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ. ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.
ათი ათასამდე შენობა-ნაგებობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძე განმარტავს, სამწუხაროა, რომ ავარიულ შენობა-ნაგებობებს განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობოდა, „პოლიტიკამ შეჭამა ყველა და ყველაფერი“.
„ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც დადო რეალური პროგრამა, თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება. ეს სერიოზული პრობლემაა და მთელი 2 თვის განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდი. სამწუხაროა, რომ ამას...
ზუგდიდში “ოცნების” შტაბის წევრების მხრიდან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
“დროას” წევრი მარიამ სიჭინავა, ზუგდიდში ჩასულ პრემიერს და მთავრობის წევრებს საპროტესტო პლაკატით დახვდა, რის გამოც მას “ოცნების” შტაბის წევრები,მისივე მტკიცებით დაესხნენ თავს.
“ეს პლაკატი ასეთი დაკუჭული კი არ იყო, მას შემდეგ ჩამოხიეს, რაც ირაკლი ღარიბაშვილს დავუძახე, ბატონო ირაკლი არ გრცხვენიათ ლექსო ლაშქარავას...
გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა და შესაბამისი ოქმი გამოსცა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტში 2 ოქტომბერს არჩევნების დღეს 4 საჩივარი დაიწერა, რომელმაც შედეგებზე გავლენა ვერ იქონია. გურჯაანის ახალი მოწვევის საკრებულო სავარაუდოდ ნოემბერში შეიკრიბება, სადაც თამჯდომარეს და მოადგილეს აირჩევენ.
ცესკოს საბოლოო მონაცემებით მუნიციპალიტეტის საკრებულოში 4 პარტია იქნება წარმოდგენილი და 39 წევრისაგან დაკომპლექტდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი უფლებამოვალეობის შესრულებას 27 ოქტომბრიდან შეუდგება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ზურაბ უტიაშვილი, ამ ეტაპზე, თვითმმართველობაში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა ფიქრობს, რომ შესაძლოა სამსახურებსა და განყოფილებებში საჯარო მოხელეთა გადანაცვლება მოხდეს.
ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტია, თუ ვის შეარჩევს მოადგილეებად. კანდიდატურების განხილვა უკვე დაიწყო. მას შემდეგ რაც უფლებამოვალეობის შესრულებას შეუდგება 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვაში აქტიურად ჩაერთვება.
უახლოესი სამომავლო გეგმები...
ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომავალ წევრებს დროებითი მოწმობები გადასცა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
საკრებულოს ახალ შემადგენლობაში წევრი სამ პარტიას ეყოლება. ესენია ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და გახარია საქართველოსთვის.
საკრებულო მოქმედისგან განსხვავდება და 24 წევრიანი იქნება. ამ დროისთვის 22 მანდატი უკვე გადანაწილდა, ხოლო ორ მაჟორიტარულზე მეორე ტური იქნება.
30 ოქტომბრის შემდეგ დაზუსტდება ვის რამდენი ხმა ერგო საკრებულოში. პირველი ტურის შედეგებით "ქართულ...
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევა ჩაატარა - „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე, მოთხოვნასა და რეალიზაციაზე“.
„საშუალოდ, ფერმერებმა ერთდროულად დახმარების 2 კომპონენტით ისარგებლეს; მაქსიმალური შედეგი იყო ერთდროულად 4 კომპონენტით სარგებლობა (ასეთი იყო 7 ფერმერი);
ამასთან, 21-მა ფერმერმა დახმარება მიიღო დონორი ორგანიზაციებისგან. გამოკითხული ფერმერებიდან ყველაზე მეტმა (36%) ისარგებლა იაფი დიზელის პროგრამით. 135 გამოკითხულიდან, რომლებმაც ისარგებლეს მთავრობის ანტიკრიზისული დახმარების პროგრამებით, 84 რესპონდენტმა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































