გახარიას გუნდი ახლადარჩეულ გორის საკრებულოში სოციალური მიმართულებით აქტიურ მუშაობას აანონსებს. პარტიის წარმომადგენელი, მამუკა ფანიაშვილი, რომელიც ფრაქციას უხელმძღვანელებს, აცხადებს, რომ განსაკუთრებულ აქცენტს საკითხების ინიცირებისას, სოციალურ მიმართულებაზე გააკეთებენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მისი განმარტებით, წლიდან წლამდე სოციალური პაკეტი უცვლელად გადადიოდა ოფიციალურ დოკუმენტებში და საკრებულოც ამ სახით ამტკიცებდა მას.
” 4 წლის განმავლობაში სოციალური პოლიტიკის პაკეტის კოპირება და დამტკიცება ხდება. ბევრი მოქალაქის განცხადება განუხილველი რჩება ამის გამო. ჩვენ გვინდა გავაანალიზოთ ეს განუხილველი განცხადებები და ამის საფუძველზე დავამატოთ მუხლი სიციალურ ბიუჯეტს”, – აცხადებს მამუკა ფანიაშვილი.
ინფორმაციისთვის, მამუკა ფანიაშვილი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო “ქართული ოცნებიდან”. 2021 წლის ზაფხულში კი ის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეუერთდა. ახალ საკრებულოშიც ამ პარტიის სახელით შედის.