წინა სტატია "ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გახდება ჩინეთის პრეზიდენტი, მაგრამ ნიკა მელია და კოალიცია ნამდვილად მოიგებს ამ არჩევნებს", — ასე ეხმაურება თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის განცხადებას, რომ მელიას თბილისის მერად გახდომის ისეთივე შანსი აქვს, როგორც მას ჩინეთის პრემიერობის. ღარიბაშვილმა ეს განცხადება დღეს, 22 ოქტომბერს სამეგრელოში გამართული წინასაარჩევნო შეხევდრის შემდეგ მედიასთან გააკეთა. მან კომენტარების დიდი ნაწილი ისევ ოპოზიციის...
საბოლოოდ, კოალიციურ შემადგენლობაში ვიქნებით ჩვენც და სხვა ოპოზიციური პარტიებიც. ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ ჩვენ განზე არ გავმდგარვართ, - ამის შესახებ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დასახელებულ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში „სტრატეგია აღმაშენებელი“ განზე არ დგას, არამედ სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციებშიც მონაწილეობს. „ეს ძალიან კარგი პრეცედენტია. ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა მიმართულებაზე ვიღაც პასუხისმგებელია, რაც...
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "აზრზე არაა, რას ნიშნავს თვითმმართველობა". მისი თქმით, ეს სიახლე არ არის, უბრალოდ, ამის კიდევ ერთხელ მოსმენა, არის ძალიან მძიმე. სამნიძემ ასევე ისაუბრა, რომ სიძულვილისა და ზიზღის ენასთან ერთად, ღარიბაშვილი და ზოგადად ხელისუფლება, ქვეყანაში თესავს ნიჰილიზმს, თითქოს, ოპოზიციის არჩევის შემთხვევაშიც, არაფერი არ შეიცვლება. "საგანგაშოა, სახიფათოა, ძალიან მძიმეა ამ რეალობის ისევ დანახვა — ჩვენ...
თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატისა და ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის თვითმმართველობა, ამიტომ ურჩევს, კონსტიტუცია გადაიკითხოს. ის განმარტავს, რომ თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციას ცენტრალურმა ხელისუფლებამ დესტრუქცია არ უნდა მოუწყოს. "ეს არის კონსტიტუციის და კანონის ელემენტარული არცოდნა, როცა ამას აცხადებს პრემიერი, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გაგებაში არ არის რა არის თვითმმართველობა. თვითმმართველობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ თვითმართველობაში შეიძლება...
პრემიერმინისტრის განცხადებების პასუხად, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ "მეტი ირაკლი ღარიბაშვილი" უნდა იყოს ეთერში, რადგან რაც უფრო ხშირად გამოჩნდება და ისაუბრებს, მით უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვებს ოპოზიცია. "რაც უფრო მეტად გამოჩნდება ბატონი ღარიბაშვილი, რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს. ის აუცილებლად ჩვენ უფრო დიდ გამარჯვებაში, უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაში დახმარებას გაგვიწევს და შეგვეხიდება. ამიტომ მეტი ირაკლი ღარიბაშვილი,...
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, დევნილები, რომლებსაც ქუთაისის მერია საცხოვრებლის დატოვებას სარემონტო სამუშაოების მოტივით აიძულებდა, ბინებს მიიღებენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. დევნილებს, რომლებსაც შენობაში სოციალური საცხოვრისის მოწყობის გამო ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდათ, საკუთარი სახლი ექნებათ. ამორტიზებულ შენობაში, გაუსაძლის პირობებში მცხოვრებლებზე "ქუთაისიპოსტმა"  ვრცელი მასალა რამდენჯერმე მოამზადა. ერთ-ერთი ბოლო მასალის შემდეგ, რომელიც შენობაში სამუშაოების მიმდინარეობასა და დევნილთა პროტესტს ეხებოდა, მერიამ პროცესი შეაჩერა. 21 ოქტომბერს კი...
წინა სტატია "ნაციონალური მოძრაობის" სენაკის მერობის კანდიდატის, კობა ნაყოფიას განცხადებით, ხელისუფლებას ეშინია, რომ ოპოზიციის მოგების შემთხვევაში, ფინანსური რესურსი "გამოეცლებათ ხელიდან" და ვეღარ შეძლებენ "ფულის კეთებას". ასე ეხმაურება ის პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც სენაკში ყოფნისას თქვა, რომ ნაყოფიას იქ "პერსპექტივა" არ აქვს. "რაც ისაუბრა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეავიწროვებს თურმე ის მერებს შემდგომში, თუ ისინი ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან. მინდა, მას ვუთხრა, ეტყობა,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ბაითალოში სასმელი წყლის ქსელის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. მარნეულის მერიამ ბაითალოში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაობის შესყიდვისათვის 383 680 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. „მოცემული პროექტი ითვალისწინებს სოფელ ბაითალოს ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილის მიმდებარედ საქლორატოროს და სანიტარული ზონის მოწყობას, ჭაბურღილში დამონტაჟდება ტუმბო, ავტომატური მართვის ბლოკით, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება წყლის მიწოდება ჭაბურღილის მიმდებარედ საპროექტო წყალსადაწნეო...
მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შეადგინეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კომისიის თავმჯდომარე ანი ილურიძემ განაცხადა, რომ სამივე ოქმი კანონის შესაბამის ვადებში მიიღეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზ სამი სახის შემაჯამებელი ოქმი, პროპორციული, მაჟორიტარული და მერის არჩევნების, შედგა. „როგორც იცით მერობის სამი კანდიდატი გვყავდა, N2, N5 და N41. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კენან ომაროვმა დააგროვა ხმების...
ქუთაისის წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტირება აქტიურ ფაზაშია, გავრცელებული ინფორმაცია პროექტის ჩაშლაზე სიცრუეა, - ასე ეხმაურება ქუთაისის წყალმომარაგების კომპანია დღეს გავრცელებულ ინფორმაციას წყალარინების პროექტის ჩაშლასთან დაკავშირებით. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის ალექსანდრე თევდორაძის განცხადებით, ქუთაისის წყალარინების პროექტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის სრულიად ცრუ ბრალდება, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. „პროექტირება აქტიურ ფაზაშია, რომლის დასრულება 2022 წლის მაისში იგეგმება, რის შემდეგაც გამოცხადდება მშენებლობის ტენდერი. სამუშაოები მშენებელმა კომპანიამ...
გორის ახლადარჩეული მერი “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე  საუბრობს და აცხადებს, რომ სასიკეთო ცვლილებები გორსაც შეეხო. ხინჩეგაშვილის განმარტებით, პოლიტიკაში ამ დრომდე ჩართული არ ყოფილა, თუმცა მიმდინარე პროცესებს თვალს აქამდეც აქტიურად ადევნებდა. “აქამდე პოლიტიკურად აქტიური არასდროს ვყოფილვარ. “ქართული ოცნების“ გვერდით კი იმიტომ ვდგავარ, რომ ამ გუნდის მჯერა. მისაღებია ხელისუფლების პროდასავლური კურსი, ის, რომ მისთვის ადამიანი მთავარი ფასეულობაა. გორში არაერთი ინფრასტრუქტურული...
ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია გორის ახალ საკრებულოში ფრაქციას შექმნის, რომელსაც მამუკა ფანიაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახე რადიო მოზაიკა წერს.  არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, გორის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში გახარიას პარტიის 3 წევრი იქნება: მერაბ გოხელაშვილი, მამუკა ფანიაშვილი და მაია ბოლაშვილი. კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებული მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოვალეობის შესრულებას 27 ოქტომბრიდან შეუდგება, ახალი საკრებულო კი, ამ თარიღიდან ერთი...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ენმ 9 წევრიან ფრაქციას ქმნის. ფრაქციის თავმჯდომარედ ბექა ქორჩილავა მოიაზრება, მოადგილებაად კი ანი ბალიაშვილი და კახა ლობჟანიძე. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. “ენმ საკრებულოში 9 წევრით იქნება, აქედან გამომდინარე ფრაქციის ორი მოადგილე ეყოლება. ფრაქციის თავმჯდომარედ ბექა ქორჩილავას განვიხილავთ, მოადგილებაად კახა ლობჟანიძეს და ანი ბალიაშვილს”,- უთხრა რადიო “მოზაიკას” ენმ-ს შიდა ქართლის რეგიონის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით სამომავლოდ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ