მელია: რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ღარიბაშვილი ისე, როგორც საუბრობს, მით უფრო დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ

346

პრემიერმინისტრის განცხადებების პასუხად, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ “მეტი ირაკლი ღარიბაშვილი” უნდა იყოს ეთერში, რადგან რაც უფრო ხშირად გამოჩნდება და ისაუბრებს, მით უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვებს ოპოზიცია.

“რაც უფრო მეტად გამოჩნდება ბატონი ღარიბაშვილი, რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს. ის აუცილებლად ჩვენ უფრო დიდ გამარჯვებაში, უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაში დახმარებას გაგვიწევს და შეგვეხიდება. ამიტომ მეტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეტად პირდაპირ ეთერში ყველა არხზე”, — უთხრა ნიკა მელიამ ფორმულას ჟურნალისტს.

ნიკა მელია ასევე გამოეხმაურა ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომ სენაკში კობა ნაყოფია, გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების გარეშე “ნაბიჯს ვერ გადადგამს”, რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია.

“მათ რისი თქმა უნდათ, რომ არჩევითობას არ აქვს აზრი? და არ შეიძლება ესეგი არსად არასოდეს ოპოზიციამ გაიმარჯვოს?”, — თქვა ნიკა მელიამ.

ირაკლი ღარიბაშვილი მუნიციპალიტეტებში წინასაარჩევნო შეხვედრებზე ოპოზიციის მადისკრედიტირებელ განცხადებებს აგრძელებს. პრემიერმინისტრმა სენაკში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს. მისი თქმით, თუ ნაყოფია გაიმარჯვებს, “არანაირი პერსპექტივა არ აქვს”, რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია.

ამასთანავე, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის “წარმოდგენა არ აქვს”, ხოლო ქართული ოცნებას “ღირსეული ზუგდიდელი” და “უწესიერესი კაცი” ჰყავს კანდიდატად.