რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებაში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც ცნობილია, დაპირისპირებისას დაშავებული სამივე პირი პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. გამოკითხვის შემდეგ კი მათ ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანენ. ცნობისთვის, რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე მის შტაბზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ყველაფერი სუს-ის ორგანიზებული იყო, მომხდარის ყველა დეტალი...
უკვე განვაახლეთ მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, ქუთაისში ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებასაც,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა. “დაახლოებით 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტრომობილების წარმოებას, გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია. მინდა, ვაცნობო ქუთაისელებს, რომ ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ, დავიწყეთ ახალი მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან,...
„ფაქტობრივად, დასკვნით ფაზაშია სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 67 სკოლის მშენებლობა, საიდანაც 52 სკოლა უკვე დასრულებულია და წლის ბოლო, სულ, 60 სკოლა იქნება დასრულებული. მომდევნო სექტემბრისთვის კი, უკვე დარჩენილი 7 სკოლაც იქნება აშენებული. ასევე, მაღალი ჩართულობაა სარეაბილიტაციო სკოლებთან მიმართებაში. მიმდინარეობს 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, საიდანაც წლის ბოლოსთვის 50 სკოლა დასრულდება, დარჩენილი...
გვინდა და გადაწყვეტილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება და შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებდა ოპოზიციონერი კანდიდატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა. „დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მთავრობის ხელში არის დამატებითი ბერკეტები. უამრავი პროექტის დაფინნსება შეგვიძლია ცენტრალურ მთავრობას და ასეც ხდება. ბიუჯეტის გაზრდაზე როცა ვსაუბრობთ, გუშინ...
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა. მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად, 65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს საცხოვრებელი ბინები ქუთაისში, ზუგდიდსა და თბილისში მდებარეობს. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი...
მივმართავ მთავრობას, ძალიან გთხოვთ, შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით - დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, "მაღურალიო", მერიაში ამბობენ. მე თქვენ დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ“,- ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ანზორ მელია განმარტავს, მმართველი გუნდის „ბოგინი უნდა დამთავრდეს“. „მადლობას ვწირავ ღმერთს იმისთვის, რომ ამ ასაკში მომცა ღმერთმა უფლება, რომ დამენახა ხალხის სიყვარული ჩემი...
გვინდა და გადაწყვეტილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება და შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებდა ოპოზიციონერი კანდიდატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, განსაზღვრული დაფინანსება ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, თუმცა დამატებითი ბერკეტები მთავრობის ხელშია. „დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მთავრობის ხელში არის დამატებითი ბერკეტები. უამრავი პროექტის დაფინანსება...
ჩვენს ოფისზე მოხდა თავდასხმა, იყო ოფისში შეჭრის მცდელობა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ კვირას განაცხადა. დავით კირკიტაძემ რუსთავში, მის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები სამართალდამცავი უწყების აგენტები არიან. კირკიტაძის განცხადებით, პარტიის ოფისის თანამშრომლებს ქართული ოცნების 20-მდე აქტივისტი თავს დაესხა. მისი თქმით, მძიმედ ორი, ხოლო, ნაკლებად მძიმედ ერთი...
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურა 78 214 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა როგორც ქუჩებზე, ასევე, ჩიხებსა და შიდა ეზოებში. ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, კაპიტალურად მოეწყო ავალიშვილის, წინამძღვრიშვილის, ბაღნარის, მანაგაძის, ვაშაკიძის, ლეო კერესელიძისა და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩები, ჯანჯღავას მეორე ჩიხი და გასასვლელი. ასევე, გიორგიწმინდას დასახლებაში ჭავჭავაძის ქუჩის, სოფელ გლდანში კი 26 მაისისა და აღმაშენებლის...
ბათუმში, თამარ მეფის გამზირის N54 და ხინიკაძის ქუჩის N4 მცხოვრები 70 ოჯახი ბინებს საკუთრებაში დაირეგისტრირებს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი განმარტებით, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, უახლოეს პერიოდში ბინებს საკუთრებაში დაირეგისტრირებენ. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აღნიშნული ოჯახის წევრებს შეხვდა და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბინების გადაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები დასკვნით ეტაპზეა“,- აღნიშნულია...
გიორგი ბოტკოველი არის სააკაშვილის, მოძალადე მწამებელი პარტიის სახე. აუპატიურებდნენ ადამიანებს და საშინელებებს სჩადიოდნენ, ამ პარტიის სახეა ბოტკოველი, ძალიან დიდი სირცხვილია ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 30 ოქტომბერს მმართველი გუნდი ძალიან მშვიდ არჩევნებს ჩაატარებს და სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული, რომ არცერთი ამომრჩეველი არ...
რატომ დადის გაცეცხლებული ბატონი ღარიბაშვილი ქალაქიდან ქალაქში ყოველდღე და რატომ გვწყევლის დანარჩენ საქართველოს?, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ კვირას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება კოალიციური ერთობით დამარცხდება. „იმიტომ, რომ ის არის კარგად ინფორმირებული, გამორიცხულია 30 ოქტომბერს, თუკი ჩვენ ძალიან მყარად და მაგრად დავდგებით, ისევე, როგორც ვიყავით და ვართ მთელი ამ...
სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება. ხალხი დაიღალა, სირცხვილია უბრალოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული პატიმარი. „როცა პრეზიდენტი იყო, მას ეგონა, რომ კანონზე მაღლა იდგა. ამიტომ ჩაგრავდა მოსახლეობას, ართმევდა ადამიანებს ბიზნესს, სახლებს, აწამებდა და აუპატიურებდა ხალხს მისი პარტია და მისი ჯალათები. ახლა ჩამოვიდა თავისი უგუნური, მოკლე ჭკუით და გაუთვლელი ნაბიჯებით...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერეს. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამის მთავარ მიზანს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. „შიდა ქართლის რეგიონში...
წინა სტატია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნოემბრიდან ზოგიერთ პროფესიულ ჯგუფში საჭირო იქნება კორონავირუსის ვაქცინა გახდეს სავალდებულო. "იმასაც ამბობენ, რომ ეს რომ სავალდებულო იყოს, მაშინ შეიძლება ეს მე გავიკეთო ვფიქრობ, რომ მაინც, რა თქმა უნდა, ჩვენ ნოემბერში გადაწვეტილებები დაგვჭირდება რიგ პროფესიულ ჯგუფებში სავალდებულოობასთან დაკავშირებით", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ იმედის ეთერში. ამირან გამყრელიძეს აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ...
შემდეგი სტატია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის, როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი და საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. ღარიბაშვილის მტკიცებით, პირადად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინები დროულად შემოეტანა და სულ რაღაც 3 თვეში სახელმწიფომ 2 მილიონამდე ადამიანის აცრა შეძლო. "მე მინდა ცალსახად ვთქვა, მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას, მე მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ