პრემიერი: გიორგი ბოტკოველი არის სააკაშვილის მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე – ძალიან დიდი სირცხვილია ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა

320

გიორგი ბოტკოველი არის სააკაშვილის, მოძალადე მწამებელი პარტიის სახე. აუპატიურებდნენ ადამიანებს და საშინელებებს სჩადიოდნენ, ამ პარტიის სახეა ბოტკოველი, ძალიან დიდი სირცხვილია ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 30 ოქტომბერს მმართველი გუნდი ძალიან მშვიდ არჩევნებს ჩაატარებს და სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული, რომ არცერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში.

,,მეორე ტურში ძალიან ღირსეულად გავიმარჯვებთ, თელავის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად და სწორად აფასებს არსებულ მოცემულობას. მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, მშვიდობას, სტაბილურობას და უარს ეტყვის ძალადობას, წამებას და იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიიდან. მინდა მოსახლეობას შევახსენო თუ ვინ არის ლევანის ოპონენტი, მას უპირისპირდება კაცი გვარად ბოტკოველი, რომელიც გამოირჩევა უბადლო ტყუილებით, სიცრუით და დემაგოგიით, ძალიან ბევრ ადამიანს ატყუებს. თელავში ყველა ერთმანეთს იცნობს და კარგად ახსოვს, რას საქმიანობდა ბატონი ბოტკოველი, როგორ იყო ჩართული უკანონო საქმიანობაში სააკაშვილის მმართველობის დროს, თავად ატერორებდა ბიზნესს, გლეხებს და მოსახლეობის წინააღმდეგ სჩადიოდა უკანონო საქმიანობას. ბოტკოველი არის სააკაშვილის, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე. აუპატიურებდნენ ადამიანებს და საშინელებებს სჩადიოდნენ, ამ პარტიის სახეა ბოტკოველი, ძალიან დიდი სირცხვილია ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა. 30 ოქტომბერს ძალიან მშვიდ არჩევნებს ჩავატარებთ, სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არცერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. მინდა თელაველებს ვუთხრა, რომ პირადად მე ვიქნები ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ბოტკოველი ამ ორგანიზმის ნაწილია, ტყუილად ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს რაღაცის გამკეთებელია, არაფერი არ გაუკეთებია გარდა ძალადობისა და უკანონობისა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.