გორის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დღეიდან ოფიციალურად დაიკავებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გორის №32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან 11 დღეში, დღეიდან, გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდება და მის ადგილს 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში გორის ოლქში გამარჯვებული კანდიდატი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაიკავებს. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ საზოგადოებას განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოუდგინა, რომელიც მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე live რეჟიმში გადაიცემოდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მერმა, სტრუქტურული ერთეულების მიხედვით, მიმოიხილა გასულ წელს შესრულებული სამუშაოები, რომლებიც უკავშირდებოდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას და...
“ევროპული საქართველო” მეორე ტურისთვის თითოეულ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს ამატებს და მობილურ ჯგუფებს ქმნის, რომლებიც თითოეულ საარჩევნო უბანზე იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, “ევროპული საქართველოს” ლიდერები ზუგდიდში ადგილობრივ გუნდს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ 30 ოქტომბერს დანიშნული მეორე ტურის წინასაარჩევნო სტრატეგია განიხილეს. „ეს არჩევნები არ არის მხოლოდ იმ კანდიდატის მხარდაჭერა, რომელიც მეორე ტურშია, ზუგდიდის შემთხვევაში, მერობის კანდიდატის ანზორ მელიას, არამედ, ეს...
სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, ვერასდროს ვერავინ გაბედავს, რომ ამ ქალაქში რეკრეაციული სივრცეები გააოხროს, გააუბედუროს და მის მაგივრად მშენებლობები განახორციელოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მისმა მთავრობამ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობებს წერტილი დაუსვა. „ჩვენ ვართ ის მთავრობა, ვინც წერტილი დაუსვა რეკრეაციული სივრცეების და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების განხორციელებას. სანამ მე...
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნები 2 ოქტომბერსაც პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა. „მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები. არჩევნები იყო კარგად და პროფესიონალურ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის...
ჰუმანურობა არის ამოსავალი წერტილი და ნუ შეგეშინდებათ იმ ადამიანების, რომლებიც სიკეთისთვის იბრძოდნენ, დღესაც ამას გააგრძელებ, დღევანდელ აქციაზე თქვენ არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ, - ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, იქნება თუ არა დღევანდელ აქციაზე ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია იქნება ერთ-ერთი პასუხი იმ ნარატივებზე, რასაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან ვხედავთ. „მოვუწოდებ დღევანდელ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას - არცერთ პროვოკაციას არ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოდახევსა და ლიშოში, წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივმა სერვისცენტრმა წყალმომარაგების მილი მდინარე იორიდან გზის ზედაპირზე გადმოტანა და ახლით ჩაანაცვლა. ამ სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ხშირი იყო დაზიანებისა და წყლის ამღვრევის ფაქტები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად სოფელ ბოდახევსა და ლიშოში საგრძნობლად შემცირდება დაზიანებები და ადგილობრივები უწყვეტი ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს 57 ოჯახს სამგორის რაიონში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სულ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ფარგლებში 2 ათასზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა, ხოლო სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული 300 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონება გაიცა. „ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი პროგრამა, საცხოვრებელი ფართების დაკანონება და სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემა იმ ოჯახებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაგეგმილ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდა. „სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ: - რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩისა და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროზე...
1-15 ნოემბერს მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ ჩასართავად დაინტერესებული მოქალაქეებისთვის რეგისტრაცია ცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერმა პროგრამის შესახებ ისაუბრა და მოქალაქეებს დარეგისტრირებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, 2018 წლიდან დღემდე 3 400-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. „მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ ჩასართავად, ვაცხადებთ რეგისტრაციას. ნებისმიერ, თბილისში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია, დარეგისტრირდეს და ჩაერთოს ამ...
ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ადამიანი იყოს პირბადით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზე კორონავირუსის შესაძლო გავრცელების რისკები შეაფასა. მდინარაძის თქმით, თუკი ვინმე პირბადით არ იქნება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ მას, რომ პირბადე გაიკეთოს. „ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიაწვდიან პირბადეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არ იქნება პირბადით...
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, მე-17 და მე-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე 14 ავტოფარეხის დემონტაჟი იწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო წლებში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემთხვევაში, სპორტული მოედნები და რეკრეაციული სივრცეები ყველა რაიონში მოეწყობა. „დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, მე-17 და მე-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე 14 ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, ტერიტორია გამოთავისუფლდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დღევანდელ აქციაზე მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და, სამწუხაროდ, მედიების მხრიდან ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები და ისინი ეცდებიან დაძაბულობის ფონის შექმნას. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მომავალი, ვისაც უნდა, რომ იცხოვროს...
თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში მდებარე ლადო გუდიაშვილის სახელობის რეაბილიტირებული მოედანი მისთვის ერთ-ერთი მასშტაბური და საამაყო პროექტია. მისი თქმით, თბილისის მერიის მიდგომა ისტორიული არეალებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ არ შეიცვლება. „ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეული შენობა, თითოეული არტეფაქტი, თითოეული დეტალი უნდა აღდგეს მაქსიმალურად უცვლელი სახით, ხარისხიანად და ისე, რომ გაუძლოს ათწლეულებს. სწორედ ამიტომ, პროექტი მიმდინარეობდა მაქსიმალური სიფრთხილით. ამ პროექტის დასრულების...
გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში, ასფალტს აგებენ, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ამ დროისათვის პროექტი ხორციელდება ინგუშეთის ქუჩაზე, მაისურაძის ქუჩის პირველ შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში. „პროექტის პირველ ეტაპზე 1200 მეტრ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ქუჩებში გარე განათების ახალი ქსელი მოეწყობა. პატარა ტბის დასახლების ამ კონკრეტულ ქუჩებზე მოსახლეობა...
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე მიმდინარეობს. „კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი დავასრულეთ - ვაკის პარკის რეაბილიტაცია-განახლება. მოგეხსენებათ, აღნიშნული სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევის და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო და ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ