დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს 57 ოჯახს სამგორის რაიონში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სულ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ფარგლებში 2 ათასზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა, ხოლო სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული 300 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონება გაიცა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი პროგრამა, საცხოვრებელი ფართების დაკანონება და სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაცემა იმ ოჯახებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა ამ ფართების დაკანონებას. 2 ათასზე მეტი ოჯახი დავაკმაყოფილეთ, ამ ადამიანებს დავუბრუნეთ სიხარული. დღეს პატივი მაქვს კიდევ 57 ოჯახს სამგორის რაიონში გადავცეთ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საცხოვრებელი ფართები. მინდა ამ ადამიანებს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც მოგაწვდიან ინფორმაციას, რა საბუთებია საჭირო და დაგეხმარებიან, რათა თქვენი საცხოვრებელი ფართობები დაკანონდეს. 300 მლნ-ზე მეტი ღირებულების ჰქონება გვაქვს გადაცემული ამ ოჯახებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.