კალაძე: სანამ მერი ვარ, ვერავინ გაბედავს, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეები გააოხროს, გააუბედუროს და მის მაგივრად მშენებლობები განახორციელოს

309

სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, ვერასდროს ვერავინ გაბედავს, რომ ამ ქალაქში რეკრეაციული სივრცეები გააოხროს, გააუბედუროს და მის მაგივრად მშენებლობები განახორციელოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მისმა მთავრობამ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობებს წერტილი დაუსვა.

„ჩვენ ვართ ის მთავრობა, ვინც წერტილი დაუსვა რეკრეაციული სივრცეების და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების განხორციელებას. სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, ვერასდროს ვერავინ გაბედავს, რომ ამ ქალაქში რეკრეაციული სივრცეები გააოხროს, გააუბედუროს და მის მაგივრად მშენებლობები განახორციელოს. ჩვენ ეს ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს. უამრავი ადამიანი იყო, ვინც ამის წინააღმდეგ იბრძოდა”,- განაცხადა კალაძემ.