გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში, ასფალტს აგებენ

190

გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში, ასფალტს აგებენ, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ამ დროისათვის პროექტი ხორციელდება ინგუშეთის ქუჩაზე, მაისურაძის ქუჩის პირველ შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში.
„პროექტის პირველ ეტაპზე 1200 მეტრ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ქუჩებში გარე განათების ახალი ქსელი მოეწყობა. პატარა ტბის დასახლების ამ კონკრეტულ ქუჩებზე მოსახლეობა დღემდე გრუნტის გზით სარგებლობდა და ასფალტიანი გზა პირველად ეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობის მოთხოვნით აღნიშნულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 450 000 ლარი გამოიყო, მიმდინარე წლის ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.