“საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი აფხაზური ენის შენარჩუნება და პოპულარიზაციაა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ჩართულობის პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის მიზნით მოწვეული, სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა აფხაზური ენის დღეს, რომელიც 27 ოქტომბერს აღინიშნება და დამსწრე საზოგადოებასთან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღეს აღვნიშნავთ. აფხაზური...
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, რამდენიმე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს და წევრს უფლებამოსილება შეუწყდა. ინფორმაცია "ლაივპრესს" ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხმა დაუდასტურა. მისი თქმით, ამ ადამიანებმა თავად დაწერეს განცხადება, რომ სხვადასხვა მიზეზით სურთ წასვლა. ჯანმრთელობის მდგომარება, მათ შორის ინფიცირება, იზოლაციაში ყოფნა, ოჯახური მდგომარეობა - ეს ის საბაბია, რაც განცხადებებშია მითითებული.
რამდენი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე და წევრი შეიცვალა, ოლქის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ეს...
რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, საქართველოში უძრავი ქონების შეძენა/რეგისტრაცია აეკრძალოთ, - ამის შესახებ მოქალაქე მამუკა გვაძაბიას საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი, რომელიც პარლამენტში შევიდა.
კერძოდ, წინადადების ავტორის აზრით, სანამ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მის მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა/დარეგისტრირება აეკრძალოთ.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა. გადაწყვეტილების შესახებ კი ბიუროს უნდა აცნობოს.
მართალია, უცნობია ბოლო წლების ზუსტი მონაცემები თუ რა...
ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან ახალგაზრდებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
თემურ ცამციშვილის თქმით, არჩევნებზე ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
"იგრძნობა ახალგაზრდების მხარდაჭერა, ამიტომ მოვუწოდეს მათ, მოხალისეებად ჩაერთონ, რათა თავიდან აიცილონ გაყალბება. ეს არჩევნები მნიშვნელოვანოა ქუთაისითვის და ხმების დაცვა აუცილებელია", - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
“ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამგზავრებისათვის, მხარდამჭერების შეკრება დილიდან დაიწყო. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა
მუნიციპალიტეტში, ავტობუსებია მობილიზებული, რომლითაც დაგეგმილ აქციაში მონაწილე პირები, თბილისში გაემგზავრებიან.
ტრანსპორტში მოქალაქეების განაწილებას, “ქართული ოცნების” კოორდინატორები, წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით უზრუნველყოფენ. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სიაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი საჯარო მოხელეები, ბაგა- ბაღების თანშრომლები და პედაგოგებიც არიან. მედიასთან კომენტარზე, აქციაზე წამსვლელი პირები უარს ამბობენ, წინასწარ შედგენილი...
დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე, „ქართული ოცნების“ მომხრეები რეგიონებიდანაც ჩავლენ. ავტოკოლონა უკვე დაიძრა გურჯაანიდან. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კულტურის სახლთან შეიკრიბნენ. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
მათ შორის იყვნენ, მერიის, საკრებულოს და სხვა საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლები. აღსანიშნავია, რომ მათ ჰქონდათ სიები, სადაც, სავარაუდოდ, თანამშრომლებს აღრიცხავდნენ.
იმის გასარკვევად, სრულად დაიკეტა მერია და საკრებულო, თუ დარჩნენ კიდევ თანამშრომლები, ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა ვცადეთ, თუმცა კოვიდრეგულაციების არგუმენტით შენობაში...
წყრუთში მცხოვრები ამბობს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დედა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, წინასაარჩევნო პერიოდში 41–ის შემოხაზვის სანაცვლოდ, სოფლის ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში დასაქმებას დაჰპირდა. იურისტების განცხადებით, ფაქტი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და საქმით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ჩემთან იყო მოსული , მითხრა, თუ 41 შემოვხაზავდი მუსიკის მასწავლებლად დამნიშნავდნენ. ჩემი მონაცემები წაიღო: პირადი ნომერი, სახელი და გვარი....
საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დღევანდელი აქციის მიზანი "ნაცებისთვის", მიხეილ სააკაშვილისთვის და ნიკა გვარამიასთვის უარის თქმაა. ინფორმაციას მთვარი არხი ავრცელებს.
ამ განცხადების მიუხედავად, ისიც და ხელისუფლებაც ამტკიცებს, რომ ეს აქცია "ნაციონალური მოძრაობისთვის" გამართული კონტრაქცია არაა.
"ამ აქციის თუ შეკრების მიზანი არის წინასაარჩევნო მარათონის დასრულება, სადაც "ქართული ოცნების" როგორც პარტიული აქტივი, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები, მხარდამჭერები შეიკრიბებიან და გამოთქვამენ საკუთარ აზრს...
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, სოფელ დუზაგრამაში (იორმუღანლოს თემი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) მცხოვრები ათეული პირის მიმართვის საფუძველზე, შეისწავლა მერის წარმომადგენლის მ. ი.-ს მიერ მათი საკუთრებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების სავარაუდო შელახვის ფაქტები. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, უკვე წლებია რაც მ. ი. სოფლის საძოვრებისა და მოსახლეობის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს.
კერძოდ, მასთან დაკავშირებული პირები კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე...
ბათუმიდან თბილისში სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კოლონას გამოყვა მინი-ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ ბარაბაძეც. ბარაბაძე, "მთავართან" საუბარში ყვება, რომ "ქართული ოცნების" მობილიზებული კოლონა დილის ექვსის ნახევარზე დაიძრა და მათ დაპირებულ ფულს ადგილზე დაახვედრებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მისივე თქმით, "ოცნების" ძალის დემონსტრირების აქციას აჭარიდან, სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლებიც უერთდებიან.
"ექვსის ნახევარზე მოვდივართ ხვალე, მე სპორტის სამინისტროსთან ერთად მოვდივარ და უბნის ბიჭები სხვა...
დილიდან ხელისუფლებას საყოველთაო მობილიზაცია აქვს გამოცხადებული იმერეთში - რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტში "ოცნებამ" მხარდამჭერები და სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები შეკრიბა და დედაქალაქში მოჰყავს. ინფორმაციას მთვარი არხი ავრცელებს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნად მთაწმინდაზე მიდიან, ნაწილი ამბობს, რომ მედიკამენტები უნდა იყიდოს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ დღევანდელი აქციისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. "ოცნების" დავალება იყო, რომ იმერეთიდან თბილისში რამდენიმე ათასი...
“სატირალში მივდივართ” – “ოცნებამ” საჯარო სამსახურებში დასაქმებულები სამეგრელოდან თბილისში წამოიყვანა
განსაკუთრებული მობილიზაციაა გამოცხადებული სამეგრელოშიც. სამუშაო დღის მიუხედავად საჯარო სამსახურები დილიდან დაცარიელებულია. "ქართულმა ოცნებამ" საჯარო მოხელეები სამთავრობო აქციაში მონაწილეობისთვის დედაქალაქში წამოიყვანა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების ნაწილი ამბობს, რომ თბილისში წასულ თანამშრომლებს შვებულება აქვთ, ნაწილი კი კითხვას ირონიულად პასუხობს და ამბობს, რომ "სატირალში" მიდიან.
"ოცნების" მხარდამჭერების ნაწილი ავტობუსებისა და ხალხის მობილიზებას ისევ უარყოფს.
26 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ანში და წყრუთში, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
სოფელ ანში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. რისთვისაც ჯამში 58 ათას ლარამდე დაიხარჯა. შენობა აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, სადაც 25 აღსაზრდელი ისწავლის.
სოფელ წყრუთში კი თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ორ სართულიანი შენობა აშენდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 877 157 ლარით დაფინანსდა. ბაღი 90 აღსაზრდელზეა გათვლილი.
სოფელ წყრუთის...
ბათუმის ნაგავსაყრელზე მყოფ ძაღლებზე მოქალაქეები ზრუნვას განაგრძობენ. მოხალისეებმა ღია ცის ქვეშ დარჩენილ ოთხფეხა მეგობრებს საცხოვრებელი სახლები აუშენეს.
როგორც გამოცემა "TV25" წერს, ბათუმის მერიის სამსახურმა ქალაქის იმიჯის შენარჩუნების მიზეზით, ძაღლები ქუჩიდან აიყვანეს და ნაგავსაყრელზე სასიკვდილოდ გაწირეს.
გზა, რომელსაც რეაბილიტაცია მესამედ უტარდება. განთიადისა და კაპრეშუმის დამაკავშირებელი ცენტრალური სავალი ნაწილი უამინდობისას დაიმეწყრა. ამასთან, გაჩნდა ნაპრალებიც.
გარდა ამისა, დაზიანებული ინფრასტრუქტურა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ოპოზიციაში ხელისუფლების მხრიდან გულგრილობაზე საუბრობენ. თავის მართლების პოზიციაში აღმოჩნდნენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში. დეტალები TV25-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ამიერიდან, ტურისტულ ქალაქს ოფიციალურად ახალი მერი, ლევან ზოიძე, ეყოლება. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ოცნების" კანდიდატმა 52%-ზე მეტი ხმით გაიმარჯვა.
ცნობისთვის, ლევან ზოიძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მოვალეობის თანამდებობას იკავებდა. მისი კანდიდატურა, 30 ოქტომბერს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინდა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































