“სატირალში მივდივართ” – “ოცნებამ” საჯარო სამსახურებში დასაქმებულები სამეგრელოდან თბილისში წამოიყვანა

322

განსაკუთრებული მობილიზაციაა გამოცხადებული სამეგრელოშიც. სამუშაო დღის მიუხედავად საჯარო სამსახურები დილიდან დაცარიელებულია. “ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხელეები სამთავრობო აქციაში მონაწილეობისთვის დედაქალაქში წამოიყვანა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების ნაწილი ამბობს, რომ თბილისში წასულ თანამშრომლებს შვებულება აქვთ, ნაწილი კი კითხვას ირონიულად პასუხობს და ამბობს, რომ “სატირალში” მიდიან.

“ოცნების” მხარდამჭერების ნაწილი ავტობუსებისა და ხალხის მობილიზებას ისევ უარყოფს.