ბათუმის ნაგავსაყრელზე მიტოვებულ ძაღლებს სახლები აუშენეს

282

ბათუმის ნაგავსაყრელზე მყოფ ძაღლებზე მოქალაქეები ზრუნვას განაგრძობენ. მოხალისეებმა ღია ცის ქვეშ დარჩენილ ოთხფეხა მეგობრებს საცხოვრებელი სახლები აუშენეს.

როგორც გამოცემა “TV25” წერს, ბათუმის მერიის სამსახურმა ქალაქის იმიჯის შენარჩუნების მიზეზით, ძაღლები ქუჩიდან აიყვანეს და ნაგავსაყრელზე სასიკვდილოდ გაწირეს.