ჩვენთვის, კახა კალაძის გუნდისთვის საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის მრავალი საჭიროების წინაშე, შეზღუდული რესურსებით დგომა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება, მას შემდეგ, რაც სწორი მიდგომები გვექნება პრობლემებთან მიმართებაში, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამას კომპეტენტური გუნდი სჭირდება და შემდგომში ამ ყველაფრის შესულება.
„4 წელი ვემსახურეთ ქალაქს. ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და...
30 ოქტომბერს, ყველა საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ.
განახლებული ფორმის კაბინებში კვლავ დაცული იქნება ხმის ფარულობა.
კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.
კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა.
ცესკო მოსახლეობას შეახსნებს, რომ საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა და კენჭისყრის შენობიდან მისი გატანა დაუშვებელია
არჩევნების პირველ ტურზე, ხმის მიცემის კაბინების დიზაინი მხოლოდ თბილისის...
ჩვენ მხოლოდ კანონიერი გზით შევაჩერებთ მათ ნებისმიერ მცდელობას, ბოიკოტის, საბოტაჟის, პროვოკაციის მოწყობის, ყველას ვუპასუხებთ სამართლებრივად, კანონის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას დასაკარგი დრო აღარ აქვს.
„მით უმეტეს, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, შიდა მტრებს, რომ ქვეყანაში არეულობა და ქაოსი შემოიტანონ. ძალიან მარტივი პასუხია, სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, ყველა სამსახური მოწოდების...
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობისა და ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ანონიმურ ფეისბუქგვერდებზე მკვეთრად ნეგატიური კამპანია მიმდინარეობდა. როგორც სამართლიანი არჩევნების (ISFED) ანგარიშში ვკითხულობთ, პოლიტიკოსებთან ერთად, დისკრედიტაციული გზავნილების სამიზნეებად რჩებოდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები და ნაწილობრივ, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
ISFED-ის საანგარიშო პერიოდში, ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე 780 პოსტი გამოქვეყნდა, ხოლო ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებზე...
ზუგდიდში, ე.წ. დევნილთა დასახლებაში, ხმაური და დაპირისპირება იყო. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ ფეისბუქგვერდზე დაწერა ენმ-ის მხარდამჭერები პირადობების წართმევაში დაადანაშაულეს და სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზიც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
"ღმერთო, თაბუკაშვილზე შემოუვარდნენ ჩვენს მხარდამჭერებს პირადობებს ართმევთო. ამ დროს მთელი დღე პირადობებს ართმევდნენ. თაზო ფაცაცია და გუგა ლაგვილავა ვინმე გიორგი ჯიქია ზონდერთან ერთად თავს დაგვესხნენ", — წერს წითლიძე.
ამასთანავე, წითლიძის ინფორმაციით,...
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ანგარიში ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმების მნიშვნელობას, ამავდროულად აღნიშნავს შემაშფოთებელ ტენდენციებს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ტექნიკური შეფასების მისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც მიმოიხილავს წინა საარჩევნო პერიოდსა და არჩევნების პირველ ტურს.
ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს 2021 წლის საარჩევნო რეფორმის შედეგად მიღებულ პოზიტიურ ცვლილებებს, არასტაბილურ საარჩევნო...
ჩემთვის მედიასაშუალებებით იყო ცნობილი, თითქოს რომელიმე კომისიის წევრი იყო აქციაზე, თუმცა, სადაც იარსებებს გადაცდომის დადასტურებული ფაქტი, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება , - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის მოკვლევის დაწყებისთვის საჭიროა მტკიცებულებები.
„ჩვენ არ მოვიკვლევთ, ადმინისტრაციული წარმოებისთვის გვჭირდება შესაბისი მტკიცებულებები იმისა, რომლითაც დადგინდება ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები პირის გადაცდომის...
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. პარკით სარგებლობა უკვე შეუძლია მოსახლეობას. გაწეული სამუშაოების შედეგს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კახა კალაძის თქმით, უკვე დაიწყო პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
„მიხარია, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დავასრულეთ. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. ხელოვნური კრიზისი დასრულდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ევროპარლამენტარებთან შეხვედრები იმისთვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შესაძლო დიალოგი გაგრძელდეს, კობახიძემ უპასუხა, რომ ქვეყანაში 2024 წლამდე არჩევნები აღარ ჩატარდება და არც მოლაპარაკებები იქნება.
"დამთავრდა ე.წ ხელოვნური კრიზისი მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, 3 წელი ამ ქვეყანას მიეცემა მშვიდად განვითარების საშუალება, არავითარი არჩევნები არ იქნება...
ყველა ქართველი მიხვდება ახლა რაც ხდება - რაღაც ცირკში გვაცხოვრებენ. ჯერ ერთი გამოვარდა რაღაც აქცია მოაწყო, მერე მეორე გამოვარდა რაღაც აქცია მოაწყო. ქვეყანა მიდის იქეთ, რომ საბოლოო ჯამში გვაიძულებენ არჩევანი არ გვქონდეს და 2 ცუდიდან 1 ავირჩიოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარია სამეგრელოში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ახალმა პარტიამ შექმნიდან სულ რაღაც 3 თვის მანძილზე...
პარტია ,,ევროპული საქართველოს” რიგები რუსთავის ადგილობრივი ორგანიზაციის ოთხმა წევრმა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიის მეორე ნომერმა ლაშა მჭედლიძემ დატოვა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მჭედლიძემ განაცხადა, პარტიის დატოვების მიზეზი, გახდა ის, რომ მეორე ტურში არჩევანი დავით კირკიტაძესა და ნინო ლაცაბიძეს შორის უნდა გააკეთონ.
"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ვტოვებთ ,,ევროპული საქართველოს“ რიგებს და ვუერთდებით ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძის კამპანიას. რადგან არჩევანი მეორე ტურში უნდა გავაკეთოთ კირკიტაძეს...
ისმის კითხვა, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი? ერთის მხრივ, ვუსმენთ მათ აბსურდულ ვერსიებს და ბოდვას, თითქოს ჩამოვიდა, რომ ვაჟკაცობა და თავდადების მაგალითი აჩვენა თავის ამომრჩეველს, რაც სრული აბსურდია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი ჩამოვიდა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის მოწყობის მიზნით, სცენარი ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მის ჩამოსვლამდე და სწორედ ამიტომაც, მოხდა პრევენცია საჭირო დროს, საჭირო მომენტში და ძალიან სიმბოლურად...
პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
„ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“ („ლელოს“ ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი...
ჩემი ქალაქისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივია, განხორციელებულ ეშმაკთან, აბსოლუტურად უსიმპათიო და გულისამრევ სუბიექტთან მზად ვარ ვითანამშრომლო, როგორიც კობახიძე და ღარიბაშვილია, - ამის შესახებ ფოთში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატები გაიმარჯვებენ.
„ისევე როგორც ფოთში, ასევე სხვა ქალაქებში, ოპოზიცია გაიმარჯვებს. ეს ჩანს ყოველდღიურ შეხვედრებზე. დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერებიც...
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. ტელეკომპანია იმედის ეთერში მას წამყვანმა ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს სააკაშვილის შიმშილობაზე და "რა შეიძლება იყოს ფინალი". პასუხად კი პრემიერმა განაცხადა:
"ფინალი არ ვიცი ახლა, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს... ის კი არა, უფრო მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის...
არავითარი აზრი არ აქვს თუნდაც ანზორ მელიას გამარჯვებას ზუგდიდში და რატომ - რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ. მე რასაც ვეტყვი, ჩემს სიტყვას საქმეს მოვაყოლებ და ყველაფერს გავუკეთებ იმისთვის, რომ რეალური საქმე გაკეთდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის პირადად იქნება ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში.
„ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში ვიგებთ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































