წინა სტატია
როდესაც კომპანია აკეთებს შემოწირულობას, ესე იგი, ის ფინანსურად მძლავრი კომპანიაა და სტაბილური შემოსავალი აქვს. წარმატებული კომპანიები კი, შეიძლება ტენდერებშიც იყოს გამარჯვებული. აქ არაფერი უცხო არ არის, - ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას, სადაც ორგანიზაციამ მმართველი პარტიის შემოწირულობებში კორუფციის ნიშნები დაინახა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მუდმივი აპელირება აღქმებზე, რომელსაც ფაქტები არ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარაში არსებულ უმთავრეს პრობლემებსა და 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იმ ფინანსებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რაც ამ გამოწვევებს აღმოფხვრის.
მისივე თქმით, დაიწყება ახალი სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც 100-მდე ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრებელს.
„ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრა და ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა უსახლკარო, გეოლოგიური პროცესებით დაზარალებული ოჯახების ბედი. სწორედ ამიტომ, მივიღეთ...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებებია. მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი ახლადარჩეულმა მერმა, დავით ბახტაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ფაქტს ადასტურებს გრიგოლ დალაქიშვილიც.
"როდესაც ახალი მერი მოდის, კანონის თანახმად, ავტომატურად თავისუფლდებიან მოადგილეები. დიახ, მე გავათავისუფლე პირველი მოადგილეობიდან გრიგოლ დალაქიშვილი და საკუთარი თავი, დავით ბახტაძე, როგორც მერის მოადგილე. მოადგილეების პოსტები სამტრედიაში ვაკანტურია", - განუმარტა ახლადარჩეულმა მერმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის...
არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი; ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 088 722-ს შეადგენს, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
კალანდარიშვილმა მიმართა დამკვირვებლებს ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო პროცესი და არჩევნების...
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ მუნიციპალიტეტებზე, ხალხზე ზრუნვას - ასე მიესალმა დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალარჩეულ მერებს.
აჭარის მთავრობის სხდომას, დღეს, ახალარჩეული მერები ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ მათ გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მთავრობის მომდევნო სხდომაზე ბათუმელებისა და ხელვაჩაურელების მხარდაჭერით არჩეული მერები შემოუერთდებიან მთავრობის სხდომას.
მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს ხვალინდელ არჩევნებზე აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"ხვალ არჩევნებია, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ,...
“ქართულმა ოცნების” წარმომადგენლები ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და უკან აღარ უბრუნებენ. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ფაქტები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურასა და სოფელ კურდღელაურში დაფიქსირდა.
აკურაში მცხოვრებ, ნელი აბეჩხრიშვილს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პირადობის მოწმობა სტიქიით დაზიანებული სახლის შეკეთების საბაბით გამოართვეს და ამ დრომდე არ უბრუნებენ.
არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო სოფელ კურდღელაურში მცხოვრებმა 75 წლის ლამარა ჟამიერაშვილმაც, რომელსაც ხმის მიცემა პირადობის მოწმობა არჩევნებამდე...
მინდა, ერთ ადგილას მაინც დავინახოთ ოპოზიციის გამარჯვებული მერობის კანდიდატი - მინდა იმისთვის, რომ სეირს დავაკვირდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ხვიჩიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ნაცებისა“ და „ქოცების“ არჩევანი პირადად მისთვის საინტერესო არ არის და არჩევნებზე არ მიდის“.
„ზოგადად იმისთვის, რომ პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო ეგზოტიკური გახდეს, არ იქნება ცუდი, რომელიმე...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საკრებულოებში „ქართული ოცნება“ უმრავლესობით იქნება.
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის საკრებულოში „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრი დეპუტატის, ირაკლი თავდგირიძის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ყველაფერი კარგად იქნება. არჩევნებშიც გავიმარჯვებთ და საკრებულოებშიც მერწმუნეთ, რომ უმრავლესობით ვიქნებით. შემდეგი წლების განმავლობაში გავაგრძელებთ როგორც ამ ქალაქის ამ, რეგიონის და ქვეყნის მართვას“, - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
ინფორმაციისთვის, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში მანდატების უმრავლესობა შესაძლოა, ოპოზიციას ჰქონდეს. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების...
ადიგენის მაღალმთიან სოფელ კიკიბოში მდებარე სკოლას მოსწავლე აღარ ჰყავს. მიუხედავად ამისა, საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლა კვლავ ინარჩუნებს თავის ფუნქციას და მოსწავლის შემთხვევაში, ვაგონში სასწავლო პროცესი ისევ განახლდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ვაგონი ისევ იქ არის, თუ იქნება მოსწავლე, მივიღებთ და ჩვეულებრივად ისწავლის“, – გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ინგა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, სკოლა ოთხკლასიანია და ის მიბმულია დერცელის საჯარო სკოლაზე. ერთადერთი...
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და პარტიის გუნდის სხვა წევრები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე თბილისსა და რუსთავში დამკვირვებლები იქნებიან.
ამასთან, დოლიძის განცხადებით, პარტია „ხალხისთვის“ ქვეყნისა და ამომრჩევლის მთავარ ფასეულობას - დემოკრატიას დაიცავს.
„პარტიას „ხალხისთვის“ არაერთხელ გვითქვამს, რომ ორპოლუსიანობის პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის იკარგება სიმართლე და ვშიშობთ, რომ 30 ოქტომბერსაც, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას სიმართლე დაიკარგება. 2004 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებში დამკვირვებელი ვიყავი, ასევე ვიყავი...
თელავის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველ პირებს შეშის შესაძენად 100 ლარით დაეხმარება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
დღევანდელი მონაცმებით განცხადებით უკვე 2662-მა ბენეფიციარმა მიმართათ. პროგრამით სარგებლობა იმ პირებს შეუძლიათ ვინ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტირებული და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-მდეა. მერიამ მათ დასახმარებლად 350 ათასი ლარი გამოყო
“ქართული ოცნება” ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ამომრჩევლებს ფულს ურიგებს. ავტომშენებლის ქუჩაზე სპეციალური შტაბია გახსნილი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს და პირადობის მოწმობის ჩაბარების სანაცვლოდ, 50 ლარი მიიღოს. ამის შესახებ ინფო იმერეთი წერს.
მას შემდეგ, რაც მოსახლეობის მასობრივი მოსყდივის შესახებ მედიისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე თანხების გაცემა დროებით შეწყვიტეს. იქ მყოფი ადამიანი შენობაში ჩაიკეტნენ და ამ დროისთვის შტაბში არავის უშვებენ.
“მთავარი არხი” მმართველი გუნდიდან...
ქუთაისის მერიას წინასაარჩევნოდ ავტობუსების შეძენის გეგმა ჩაეშლა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
საუბარია, 30 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე. ასევე არ განხორციელდა რვა მცირე ზომის ავტობუსის ჩამოყვანის პროექტი, რომელიც მერიას რელიეფურად რთული უბნებისთვის უნდა ეყიდა. თვითმმართველობაში ადასტურებენ, რომ შესაბამისი განკარგულება არც გამოცემულა.
რეგიონების განვითარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლებისთვის სულ 21 პროექტი ჰქონდა წარდგენილი. მათ შორის იყო ავტობუსების შეძენაც, თუმცა, როგორც...
გოჩა ქიმაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან, 28 ოქტომბრიდან შეუდგა. როგორც თავად ამბობს, მერიის ყველა თანამშრომელი საკუთარ პოზიციაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს და ამჟამად საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„მე უკვე შევუდექი მუშაობას, საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ, ყველას ექნება საშუალება გააგრძელოს მუშაობა დაამტკიცოს თავისი კომპეტენცია. ერთი სიტყვით ვინმეს გათავისუფლებას არ ვაპირებ“, – ამბობს იგი.
მისივე თქმით,...
დაშინება, ზეწოლა, კრიმინალური წარსული - ზაზა დიასამიძე კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. „ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატს, სხვადასხვა ბრალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უყენებენ. რატომ იძებნებოდა აჭარის რევოლოციის შემდეგ დიასამიძე და რა სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა მის მიმართ? ეს კითხვები, მერობის კანდიდატთან მალხაზ თავგირიძეს აქვს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
იმ, შემთხვევაში თუ კი, დიასამიძე მართლაც ძებნილი იყო და მისი წარსული კრიმინალურია, როგორ გახდა...
„ევროპული საქართველოს" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. როგორც პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, აქციის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ "ევროპული საქართველოს" პოზიციის დაფიქსირება. მან საზოგადოებას ასევე მოუწოდა არჩევნებზე მისვლისა და ოპოზიციის კანდიდატთა მხარდაჭერისკენ.
„ევროპული საქართველოს" პოზიციაა, რომ ხვალ გვაქვს შანსი შევამციროთ ის უზარმაზარი საფრთხე, რასაც ივანიშვილი რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უქმნის. ხვალ შეგვიძლია იმ უფსკრული პირიდან ოდნავ უკან გამოვიწიოთ....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































