ქუთაისის 7 უბნის მიხედვით, ხახალეიშვილი ლიდერობს. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ამ უბნებზე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს 52.274% აქვს, ხოლო ენმ-ს კანდიდატ ხატია დეკანოიძეს - 47.726%.
ინფორმაცია განახლდება ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად.
რუსთავში 38-ე საარჩევნო უბანთან მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ადგილზე უცნობი პირები იყვნენ მობილიზებული, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი ნაწილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებდა და კითხვებს გაურბოდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ ისინი საარჩევნო უბანთან "სეირნობდნენ".
ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც, ცოტა ხნის წინ კი იქ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც მივიდნენ. სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ, უცნობმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.
სპეცრაზმის წარმომადგენლები "მთავარ არხთან" განმარტებებს არ აკეთებენ, ისინი ამბობენ,...
ცესკოს ვებგვერდზე მეორე ტურის შედეგების პირველადი მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო – როგორია შედეგები
ცესკოს ვებგვერდზე მეორე ტურის შედეგების პირველადი მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო.
თბილისში ჯერ მხოლოდ 10 უბანია დათვლილი, რომლითაც კახა კალაძეს 54.794% აქვს, ნიკა მელიას კი 45.206%.
ფოთში, ერთი უბნის მონაცემებით, ლიდერობს ბექა ვაჭარაძე 53.731%-ით, ხოლო გიგი უგულავას 46.269% აქვს.
თელავში დათვლილია 3 უბანი. "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ ლევან ანდრიაშვილს 73.754% აქვს, ხოლო ენმ-ს კანდიდატ გიორგი ბოტკოველს - 26.246%.
ამ დროისთვის მხოლოდ ამ სამი მუნიციპალიტეტის რამდენიმე...
ხატია დეკანოიძე ქუთაისში 93-ე საარჩევნო უბანზე შედეგების გაუქმებას ითხოვს. დეკანოიძის თქმით, 93 -ე უბანზე ბიულეტენი მეტია, ვიდრე ხელმოწერა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20:00 საათზე დასრულდა, საარჩევნო უბნები კი დაიხურა.
მთავარი არხის ეგზიტპოლის მიხედვით, ქუთაისში მერის არჩევნების შედეგებით, ხატია დეკანოიძე ლიდერობს - იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) – 47% VS ხატია დეკანოიძე (ენმ) – 53%;
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე...
მდინარაძე: ხელვაჩაურში მერობის კანდიდატი ნაცმოძრაობიდან გეგმავს, შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხელვაჩაურში ოპოზიციის მერობის კანდიდატი აქტივისტებთან ერთად გეგმავს, "შევარდეს" რამდენიმე საარჩევნო უბანზე.
"თქვენ მინდა გამცნოთ, ასე ვთქვათ, ნაცმოძრაობის ძალიან ცუდი გეგმების შესახებ. მათ შორის პირველი მონაცემი, რაც ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა არის ხელვაჩაურიდან, სადაც მიშა ბოლქვაძე, თუ არ ვცდები, მერობის კანდიდატი ნაცმოძრაობიდან გეგმავს თავის რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, ნაცმოძრაობის აქტივისტებთან ერთად, შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე,...
საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საერთო ჯამში საარჩევნო პროცესმა მშვიდად ჩაიარა.
„მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილება იქმნებოდა ეკრანიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის, თითქოს იყო აყალმაყალი სხვადასხვა უბნებზე, საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას. იცით, რომ რამდენიმე პროვოკატორი „ნაციონალური მოძრაობის“ იქნა...
ეგზიტპოლის შედეგებით ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებაა. თუმცა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგების გამოცხადებას - ახლა იწყება დათვლის პროცესი და ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი იქნა გაკეთებული, იმისთვის, რომ გამარჯვება მოეპოვებინა და ამ გამარჯვებას ელოდა.
"ველოდით გამარჯვებას, ყველაფერს ვაკეთებდით, როგორც საარჩევნო კამპანიის, ასევე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, რომ იმ გამოწვევების და პრობლემების დაძლევა შეგვძლებოდა, რომელზეც...
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებული დარღვევები უფრო მრავალფეროვანი გახდა. დაფიქსირდა ისეთი სახის დარღვევები, როგორიცაა მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემა, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობა და მარკირების გაკეთება-შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები.
კვლავ გრძელდებოდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ტენდენცია, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარა/ზეწოლის ფაქტები. ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერებთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის ისეთი...
რუსთავში, #13 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ცოტა ხნის საარჩევნო უბანთან შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის შეკამათებას ხმის დათვლის პროცესის დროს ჰქონდა ადგილი.
ამ დროისთვის მე-13 უბანზე მშვიდი ვითარებაა.
ტერიტორიაზე რჩებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
დაპირისპირება გლდანის საარჩევნო უბანზე. "ქართული ოცნების" დამკვირვებელი უბნიდან გააგდეს. მიზეზი სადავო ბიულეტენი გახდა, რომელზეც მოქალაქის პოზიცია კარგად არ იყო დაფიქსირებული.
"იყო ბიულეტინი, სადაც ნიკა მელიას ბიულეტინი იყო შემოხაზული X-ით, ხოლო კალაძე არ იყო შემოხაზული და ენმ-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს ხმა ეთვლებოდა მელიას, მე განვაცხადე, რომ გამორიცხულია", - განაცხადა "ოცნების" დამკვირვებელა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 49.09%-ია.
ცესკო-ში აცხადებენ, რომ არჩევნებზე სულ 1 025 406 მოქალაქე მივიდა. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთ საერთო რაოდენობა 2 088 722 იყო.
თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში მოქალაქეთა აქტივობამ 41.35% შეადგინა.
როდის გამოქვეყნდება არჩევნების პირველადი შედეგები, უცნობია.
სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე, ხმაური იყო. ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.
ერთ-ერთმა დამკვირვებელმა გადასატანი ყუთის გამოუყენებელი ბიულეტენების გადათვლა მოითხოვა, რაზეც კომისიის თავმჯდომარისგან თავდაპირველად უარი მიიღო. ამ ფაქტს შელაპარაკება მოჰყვა. საბოლოოდ, ბიულეტენების გადათვლა მოხდა და დარღვევა არ გამოვლენილა.
ამ წუთებში სენაკის მე-14-ე საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლის პროცესი მიმდინარეობს.
ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველსა და კომისიის წევრს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო უბანზე მივიდა მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის დროს კომისიის ერთ-ერთ წევრთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა.
''მოვიდა პიროვნება, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. გაიარა რეგისტრაცია და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელთან შელაპარაკება მოუვიდა. შემდეგ ბიულეტენი ჩააგდო და გავიდა. მოგვიანებით ისევ მობრუნდა და ყვირილი დაიწყო. ის უბნიდან ჩხუბით გაიყვანეს. პოლიცია გამოძახებული იყო'' - ამბობს ზურაბ კაცაძე.
დამკვირვებელი კი...
ზუგდიდის მე-10 საარჩევნო უბანზე, სადაც ამ დროისთვის ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს, ხმაური იყო. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ მიიღო ინფორმაცია, რომ ამ უბანზე, გვერდით ოთახში იყვნენ არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდნენ.
წითლიძე ამ პირების ვინაობის დადგენას ცდილობდა, თუმცა მათ კითხვებს არ უპასუხეს და ენმ-ის წევრს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ინციდენტის შემდეგ არაუფლებამოსილმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 49.09% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 025 406 ადამიანია.
დედაქალაქში ამომრჩევლის აქტივობა 47.7%-ა.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური იმართება. მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.
თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, კრწანისის რაიონში, სადაც ხმების დათვლა ელექტრონულ ფორმატში ტარდებოდა, პირველადი ინფორმაციით, კოალიცია იმარჯვებს.
მინდა პირველადი შედეგები მოგაწოდოთ, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით. ასეთივე შედეგებით დასრულდება აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო უბნებში დათვლილი ხმების შედეგად და ოქმებიც ასე გაფორმდება, უბრალოდ იქ მეტი ბრძოლა გვჭირდება, აქ ელექტრონულ ფორმატში ტარდებოდა და უბრალოდ ამოსარტყმელი იყო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































