ხმაური გლდანში – “ქართული ოცნების” დამკვირვებელი უბნიდან გააგდეს

645

დაპირისპირება გლდანის საარჩევნო უბანზე. “ქართული ოცნების” დამკვირვებელი უბნიდან გააგდეს. მიზეზი სადავო ბიულეტენი გახდა, რომელზეც მოქალაქის პოზიცია კარგად არ იყო დაფიქსირებული.

“იყო ბიულეტინი, სადაც ნიკა მელიას ბიულეტინი იყო შემოხაზული  X-ით, ხოლო კალაძე არ იყო შემოხაზული და ენმ-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს ხმა ეთვლებოდა მელიას, მე განვაცხადე, რომ გამორიცხულია”, – განაცხადა “ოცნების” დამკვირვებელა.