ხატია დეკანოიძე ქუთაისში 93-ე საარჩევნო უბანზე შედეგების გაუქმებას ითხოვს. დეკანოიძის თქმით, 93 -ე უბანზე ბიულეტენი მეტია, ვიდრე ხელმოწერა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20:00 საათზე დასრულდა, საარჩევნო უბნები კი დაიხურა.
მთავარი არხის ეგზიტპოლის მიხედვით, ქუთაისში მერის არჩევნების შედეგებით, ხატია დეკანოიძე ლიდერობს – იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) – 47% VS ხატია დეკანოიძე (ენმ) – 53%;
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.