ბორჯომის ახლადარჩეული მერი, ოთარ არბოლიშვილი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, მისი განცხადებით, მან უკვე მოინახულა ის დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, როგორც მან აღნიშნა საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„პირველი ნაბიჯები რაც გავდგი არის ის, რომ დასასრულებელი ობიექტები მოვინახულე, რომელიც ბორჯომში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე უნდა მოესწროს, რა თქმა უნდა, რომ ესენი ხარისხიანად უნდა შესრულდეს. ასევე...
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ღირსეულად გაიმარჯვა. მისივე თქმით, ის მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს.
ჩიქოვანი ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან კონსულტაციებს არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ აპირებს.
"აბსურდულია ყველა ის ბრალდება, რომელიც თვეების განმავლობაში ჟღერდა როგორც ჩემი კანდიდატის, ასევე პოლიტიკური გუნდის მიმართ. ჩვენ გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ ღირსეულად, მიუხედავად ძალიან ბევრი ცილისწამებისა, ტალახის სროლისა, ფეიკ ნიუსებისა. მიუხედავად...
წალენჯიხიდან დაწყებული ცვლილებები ერთხელ უკვე გახდა გამარჯვებისა და ცვლილების მომტანი მთელ ქვეყანაში, "ვარდების რევოლუციის" პერიოდს ვგულისხმობ, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში წალენჯიხის არჩეულმა მერმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხარჩილავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წალენჯიხა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი იდეოლოგიური ფრონტი ყოველთვის იყო.
„თავისი დანიშნულებით და ისტორიული კვანძებით, წალენჯიხა გაუტოლდა საქართველოს დიდ ქალაქებს, როგორც იდეური ფრონტის ხაზი. აქაური ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა სამართლიანი განწყობებით....
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან არანაირი რაუნდები არ იქნება. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე არჩევნებია, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მკაფიო მანდატი ამომრჩევლისგან და აქ რაიმეს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეუძლებელია. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქართველ ხალხს წაართვას არჩევანი, რომელიც გუშინ გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ანტიდემოკრატიული ძალა, ცდილობს, რომ...
დღეს საოლქო-საარჩევნო კომისიებმა გამართეს სხდომები და კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოავლინეს ყოველ საარჩევნო ოლქში ის უბნები, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ, დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები.
„ გადათვლის პროცესი დღესვე 17:00 საათზე დაიწყება გადათვლის ცენტრებში და რა თქმა უნდა ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ პროცესის საჯაროობასაც და ვიდეოგადაღებასაც....
წინა სტატია
არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ოპოზიციამ თბილისსა და რეგიონებში მასშტაბური აქციები დააანონსა.
ნახეთ სრულად, სად და როდის გაიმართება ოპოზიციის აქციები:
2 ნოემბერი (სამშაბათი) - 17:00 საათი - ბათუმი;
3 ნოემბერი (ოთხშაბათი) - 20:00 საათი - ზუგდიდი;
4 ნოემბერი (ხუთშაბათი) - 17:00 საათი - ქუთაისი;
6 ნოემბერი (შაბათი) - თბილისი (საათი ჯერჯერობით უცნობია).
რეაგირების გარეშე დარჩენილი მოსყიდვის ფაქტები - ხობის სოფელ საჯიჯაოში მე-15 და მე-16-საუბნო საარჩევნო უბნებთან ფულს მოქმედი მერი დავით ბუკია არიგებდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
არსებობს ვიდეომტკიცებულება - მასალა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხობის მერობის კანდიდატმა გაავრცელა.
"ზუსტად ვიცოდით, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში არიგებდნენ საკმაოდ დიდ თანხებს. გვქონდა ინფორმაცია, რომ უშუალოდ ბუკია არიგებდა ამ თანხებს და აი, რეალური ფაქტებიც გვაქვს. ხობში ძალიან დიდი...
ვწუხვართ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვერ შევძელით ყველამ ერთად, რომ იმხელა აქტივობა ყოფილიყო, ეს ყველაფერი გადაგვეფარა და გადაგველახა, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, არ გამორიცხავს იმ მანიპულაციების არსებობას, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.
მისი თქმით, დასკვნაში გარკვევით წერია, რომ რესურსებში უზარმაზარი განსხვავებაა, იყო დაშინება, ადმინისტრაციული...
დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები, კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 11:00 საათზე სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.
ცესკოს თავმჯდომარემ საოლქო საარჩევნო კომისიებს მოუწოდა, სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა ბათილ ბიულეტენებზე და აღნიშნა რომ მათი პროცენტული მაჩვენებელი დაბალია...
ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, პარტია "ლელოს" წევრი, გიორგი სიორიძე მიიჩნევს, რომ თუ ბათუმსა და ქუთაისში სრულად არ გადაითვლება ბათილი ბიულეტენები, რომელთა რაოდენობა კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას აჭარბებს, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა დადგება.
როგორც მან განაცხადა, ამომრჩევლის ნება გამოხატული უნდა იყოს თანასწორ და თავისუფალ გარემოში.
„არჩევნების შედეგი არის ხალხის წარმომადგენლობის, ინსტიტუტების ლეგიტიმაცია. 30 ოქტომბრის არჩევნები ამ მხრივ საშიშროების წინაშე დგას. ძალაუფლების წყაროს, ამომრჩევლის ნება...
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ 2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას ჟურნალისტებს და ოპერატორებს რიგ შემთხვევებში არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებით, ისინი თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში მუშაობდნენ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის ან/და თავდასხმის მაღალი რისკის შემცველ აგრესიულ გარემოში.
მათივე შეფასებით, სამართალდამცველები ვერ უზრუნველყოფდნენ მათი ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას და ხელშემშლელი გარემოებების ეფექტურ აღმოფხვრას.
„საარჩევნო...
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყველა პარტიას მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძოს. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.
„საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების...
საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, 2021 წლის 31 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გავრცელებულ...
ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურის მონაცემების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია და ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან დიდად არ განსხვავდება.
“მაგალითად, მერის არჩევნების ნაწილში სულ მონაწილეობდა 1 015 491 ამომრჩეველი, ბათილია 30 095 ბიულეტენი, რაც 2.96% -ს შეადგენს.
რადგან მედიაში ძირითადად აპელირება ხდება ქუთაისზე, ბათუმსა და ზუგდიდზე, აქვე გეტყვით...
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და ყოფილი პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ 30 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. გახარიას თქმით, არჩევნებში ფულის გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე სერიოზული ფიქრია საჭირო.
"ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. სერიოზულად უნდა ვიფიქროთ არჩევნებში ფულის გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე. საჯარო სექტორის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი გარანტირებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკია, რომ...
დღეს რამდენიმე ონლაინ-პორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკ ნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს.
“ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. საბჭოს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































