დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება

460

დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები, კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 11:00 საათზე სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.

ცესკოს თავმჯდომარემ საოლქო საარჩევნო კომისიებს მოუწოდა, სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა ბათილ ბიულეტენებზე და აღნიშნა რომ მათი პროცენტული მაჩვენებელი დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ასეთი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან.

ცესკომ თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერთა არჩევნების განახლებული წინასწარი მონაცემები წარადგინა. თითქმის ყველგან, „ქართული ოცნება“ იგებს.