დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციას მოუწევს, არჩევნების შედეგების აღიარება, რადგან ეს არის ხალხის ნება, - განაცხადა ზუგდიდის მუიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერიამ, რომელიც წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ოპოზიციის განცხადებით, არჩევნები "გაყალბებული და გაუქმებულია", ამიტომაც გააგრძელებენ "უკომპრომისო ბრძოლას". დეტალური გეგმების შესახებ განცხადებას ოპოზიციაში დღეს გააკეთებენ. გარდა ამისა ენმ-ის წევრმა პარლამენტარმა ანა წითლიძემ...
წინა სტატია
ვაპირებთ გამოვიყენოთ ქუჩის აქციებიც და დაუმორჩილებლობის მეთოდიც, ვგეგმავთ, ეს აქციები იყოს მაქსიმალურად მწვავე, თუმცა მშვიდობიანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მან ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„იმისთვის, რომ ხელისუფლებას შეექმნას დისკომფორტი და ვერ გააგრძელოს ჩვეულებრივი ფუნქციონირება, განვიხილავთ მშვიდობიანი პროტესტის ყველანაირ ფორმას, რათა საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში უმცირესობას არ ჰქონდეს მმართველობის ყველა ბერკეტი.
ვაპირებთ გამოვიყენოთ ქუჩის აქციებიც, დაუმორჩილებლობის...
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვართან, ენგურის ხიდზე მიმოსვლა ორმხრივად აღდგა. დევნილები დილიდან განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ახერხებენ ე.წ. გამშვები პუნქტის გავლას.
ინფორმაციისთვის, აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა 28 ოქტომბრს აიკრძალა. ადგილობრივები დაწესებულ შეზღუდვას, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უკავშირებდნენ.
ხიდზე გადაადგილების საშუალება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეებს ჰქონდათ.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში ჩატარებული საარჩევნო რეფორმა საქართველოში მაღალი დემოკრატიული ხარისხის არჩევნების ჩატარების საშუალებას გვაძლევდა, სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის არასაკმარისმა პოლიტიკურმა ნებამ დაგვაკარგვინა ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა,- ამის შესახებ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 16 ორგანიზაცია აწერს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღესთან მიმართებაში კვლავაც აქტუალურია ადმინისტრაციული...
პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 ოქტომბრიდან - 26 ოქტომბრის ჩათვლით, ფულადი შემოსავლის სახით 815 651 ლარი მიიღო. მათ შორის, შემოწირულობის სახით ფიზიკური პირებისგან 632 047 ლარი, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით 183 502 ლარი ჩაერიცხა.
ამასთან, როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაში 676 213 ლარი დახარჯა. მათ შორის პარტიამ ყველაზე დიდი თანხა, ინტერნეტ რეკლამაში 233 878 ლარი...
წყალტუბოში “ოცნებამ” კანდიდატის გამარჯვება პარტიულ ფერებში გაფორმებული ტორტით და ფოიერვერკით აღნიშნა
წყალტუბოში, სახელისუფლებო პარტიამ, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის გამარჯვება “ქართული ოცნების” პარტიულ ფერებში გაფორმებული ტორტით, ჩანგლებითა და ფოიერვერკით აღნიშნა. ამის შესახებ ინფო იმერეთი წერს.
სახელისუფლებო პარტიის კანდიდატმა პირველ ტურში ხმების 58% მიიღო. ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ზაზა მეტრეველმა კი 42.83 % მიიღო.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის რეგიონში არჩევნების მეორე ტური წყალტუბოში, ქუთაისსა და ბაღდათში ჩატარდა.
ქუთაისის მერიასთან მოძრაობა "ჩვენ გავათენებთ" წევრების აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. დაპირისპირება სტენსილის დახატვის მცდელობას მოჰყვა.
“თავისუფლება მიშას” – სარფიდან დაძრული აქტივისტები, რომლებიც ფეხით რუსთავის ციხესთან ჩასვლას აპირებენ ქუთაისში გაჩერდნენ. ისინი მერიის შენობის წინ სტენსილის გაკეთებას აპირებდნენ, თუმცა, ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.
მანამდე მათ ბანერი წარწერით "თავისუფლება მიშას" წაართვეს. აქტივისტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
მათ ადმინისტრაციულ შენობასთან...
მალე სოფელ გურჯაანის მოსახლეობას სასმელი წყლის მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდება და 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტი ხორციელდება გურჯაანის სხვა სოფლებშიც. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 3 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ფულადი შემოსავლის სახით 2 035 605 ლარი მიიღო, მათ შორის, შემოწირულობის სახით ფიზიკური პირებისგან 1 606 970 ლარი, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით 428 335 ლარი ჩაერიცხა.
ამასთან, როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ რეკლამაში 1 196 044 ლარი დახარჯა, მათ შორის პარტიამ ყველაზე დიდი თანხა,...
„გაიცანი აჭარა ანბანით“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კრეატიული საშემოდგომო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
სპეციალურად შექმნილ ვიდეორგოლებში, ანბანის მიხედვით, აჭარის 33 ძირითადი ტურისტული ადგილი, პროდუქტი, ღირსშესანიშნაობა და აქტივობაა წარმოჩენილი. რეგიონის პოტენციურ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო ადგილები მოინიშნონ და მოინახულონ. იგეგმება ტურისტული რუკით აპლიკაციიის შექმნაც, რომელზეც 33 ლოკაცია იქნება მონიშნული.
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი შადრევნის დაზიანებული დეტალების აღდგენას მოიცავს.
„აღდგება განათების სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოპირკეთებას და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრომომარაგების სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დავითი" ასრულებს. სამუშაოები თებერვლის ბოლომდე დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზურა ხაჩიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა, რომ გამარჯვების შემთხვევაში იცეკვებდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„30 ოქტომბერს, საღამოს - გამარჯვების შემდეგ ესე უნდა ვიცეკვო!!!“, - წერს ზურა ხაჩიძე 29 ოქტომბერს საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ერთ–ერთ ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს.
მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედგები გახდა ცნობილი, ზურა ხაჩიძემ ახალი პოსტი გამოაქვეყნა – „შეპირებული ვიდეო რა ვქნა...
თუკი არჩევნების პირველი ტურის შედეგები ლეგიტიმური იყო, როგორ შეიძლება არჩევნების მეორე ტურის შედეგები იყოს არალეგიტიმური?! - არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის ამდაგვარად დაყენება ლოგიკურად არ მიმაჩნია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, თუკი არჩევნების პირველი ტურიც არალეგიტიმურად მიიჩნევა, მაშინ ოპოზიციის მხრიდან არჩეული დეპუტატები საკრებულოებში არ უნდა შევიდნენ.
ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად ცდომილება მაღალი არ იქნება.
"მუშაობა...
მხოლოდ გუშინდელი დღე არ იყო დაძაბული. თუ გადავავლებთ თვალს პირველ და მეორე ტურებს, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, - ამის შესახებ რუსთვის არჩეულმა მერმა, ნინო ლაცაბიძემგადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როდესაც მოსახლეობას ვხვდებოდით და ვსაუბრობდით ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, სწორ სატრანპორტო პოლიტიკზე, ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენებაზე, სოციალური, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე, ოპოზიცია და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი გეგმით იყო დაკავებული, რომ...
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, მათივე შეფასებით, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა.
საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ხანგრძლივი და განხეთქილების...
ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს.
საელჩო მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ.
„თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































