ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ინფორმაცია, რომ ზუგდიდის 51-ე უბნის ბათილი ბიულეტენები დაიკარგა სიმართლეს არ შეესაბამება. საარჩევნო კომისიის განმარტებით, 51-ე უბნის 11 ბათილი ბიულეტენი დალუქული სახით ადგილზე იყო, თუმცაღა დოკუმენტაციის დახარისხების დროს იმ სამუშაო მაგიდაზე არ გადაუტანიათ, სადაც აღნიშნული უბნის მონაცემების გადათვლა მიმდინარეობდა. ,,ზუგდიდში, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის შესაბამისად, 7 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს ითვლიან. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიკარგა 51-ე უბნის ბათილი...
ცესკო ბათილი ბიულეტენების სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილი ბიულეტენების მონაცემები დაამუშავა როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველი ტურის, ისე მეორე ტურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. კომისიის მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგად დგინდება და იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურზეც, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში. „მაგალითად 70 048 ამომრჩეველი იყო მისული არჩევნებზე ქუთაისში და ბათილი...
აბაშის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი გიგა გაბელაია მუშაობას შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ახალი მერი თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა. „აბაშის მუნიციპალიტეტს ჰყავს განათლებული, გამოცდილი მერი, გიგა გაბელაია. ის მოვიდა კონკრეტული გეგმებით, რეალისტური სტრატეგიებითა და მიზნებით. დარწმუნებული ვარ, აბაშის მუნიციპალიტეტს ექნება უკეთესი ხვალინდელი დღე, იქნება კიდევ უფრო განვითარებული და წარმატებული“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. გიორგი გუგუჩიამ შეხვედრაზე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოსთვის ვაქცინაციის ე.წ. ზღვრული მაჩვენებლი 30-35% აღმოჩნდა და თუ რაიმე წამახალისებელი ან შემზღუდავი ღონისძიება არ დაწესდება, ნებაყოფლობით ვაქცინირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილი 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 33%-ია, ხოლო ერთჯერადად მოზრდილი მოსახლეობის 36.6%. „დღევანდელი მონაცემებით ორჯერადად აცრილთა რაოდენობა 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში 33%-ია. ერთჯერადად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის - 36.5%. ჩვენი წლევანდელი...
"ვინც საჭიროა იცის, თქვენ არ გჭირდებათ" - ასე პასუხობს ხობის მერობის კანდიდატი, დავით ბუკია "ქართული ოცნებიდან" "მთავარი არხის" კითხვას, რა ფულს არიგებდა არჩევნების დღეს მანქანიდან. შესაბამისი ვიდეო მტკიცებულება "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ოპოზიციის ინფორმაციით, მერობის კანდიდატი თანხას სოფელ საჯიჯაოში მე-15 და მე-16-საუბნო საარჩევნო უბნებთან არიგებდა. "საზოგადოებას პასუხს ჩვენ გავცემთ. არანაირი სურვილი არ მაქვს თქვენთან ურთიერთობის. საარჩევნო უბანთან არ ვიდექი", - თქვა...
არჩევნების დღეს, ზუგდიდში დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტი ალიკა კუპრავა ავრცელებს. წერს, რომ გიორგი მუმლაძეს 10 დღით, ნიკა ნარსიასა და ალბერტ მერებაშვილს კი 8-8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
გორის მერიაში საკადრო წმენდა დაიწყო. პირველივე დღეს, ახალმა მერმა სოფელ ატენსა და ჭალა-წყაროსუბნის დასახლებაში რწმუნებულები შეცვალა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საკუთარ მოვალეობას აღარ ასრულებენ: ნუგზარ მძინარაშვილი და ლადო მაყიშვილი. როგორც ატენში, მერის ყოფილი წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი გვიდასტურებს, პარასკევს, მათთან გამოცხადდა სანდრო ხუციშვილი და თავი ლადო ხინჩეგაშვილის წარმომადგენლად გააცნო: ,,ახალა მე აღარ ვასრულებ მოვალეობას. მოვიდა ჩვენთან სანდრო ხუციშვილი, გაგვეცნო წარმომადგენლად. ჩემთან...
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წითლიძემ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა. მისი განმარტებით, პარლამენტში ჯდომის აზრს ვერ ხედავს და დეპუტატის მანდატის გარეშეც შეუძლია ბრძოლის გაგრძელება. ,,მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ...
ცესკოს მონაცემებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით რუსთავის საკრებულოში 35 მანდატი სამმა პარტიამ გაინაწილა. საკრებულოში 16 დეპუტატი ეყოლება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 3 "გახარია საქართველოსთვის", 16 კი "ქართულ ოცნებას". "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პროპორციული სიით: 1. ალექსანდრე ბერიძე; 2. ჯუმბერი მგელაძე; 3. ვაჟა მორგოშია; 4. ზურაბი ბერაძე; 5. გიორგი მღებრიშვილი; 6. შავლეგი მანდარია; 7. ნინო სულაძე; 8. ქეთევანი ბენაშვილი; 9. კახაბერ ყეინიშვილი; 10....
გორის კეთილმოწყობის სააგენტომ არ იცის 1 წლის განმავლობაში პარკირების ჯარიმა ზუსტად რამდენმა მოქალაქემ გადაიხადა. ინფორმაციას  რადიო მოზაიკა ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პარკირების სერვისის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს ახალი სისტემის დანერგვა, რის გამოც მათ პროგრამასთან წვდომა არ აქვთ და ნებაყოფლობით გადახდილი ჯარიმების ზუსტ რაოდენობას ვერ ადგენენ. “გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს ახალი სისტემის დანერგვა პარკირების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ამ ეტაპზე შეზღუდული გვაქვს წვდომა პროგრამასთან,...
პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ინფორმაციას ადასტურებენ პარტიაში. მათივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს და შესაბამის პროცედურებს გაივლის. ასევე, მანდატს ტოვებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნონა მამულაშვილიც. მისი თქმით, ის მალე მიმართავს პარლამენტს და მანდატს ოფიციალურად დატოვებს. როგორც მამულაშვილმა განაცხადა, მას პარლამენტი ყოფნას აზრი ეკარგება. "მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყოფნასაც დიდად...
ცესკო არჩევნების მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების შესახებ კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. როგორც ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა თორნიკე გოგისვანიძემ განაცხადა, რამდენიმე დღეა კეთდება მანიპულაციური განცხადებები იმაზე, რომ ოპოზიციური კანდიდატების წაგების მიზეზი ბათილი ბიულეტენების ჭარბი რაოდენობა გახდა, რაც თავისი შინაარსით უსაფუძვლო განცხადებაა და მიზნად ისახავს საზოგადოებაში არჩევნების მიმართ კითხვის ნიშნების გაჩენას. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, როცა მაგალითად ოპოზიციურმა კანდიდატმა გამარჯვება სულ რამდენიმე...
მდინარე მტკვარზე არსებულ ე.წ. ძველ ხიდზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური მასის განსაზღვრის და ხიდის ორივე დასაწყისში ამკრძალავი საგზაო ნიშნების  განთავსებაზე გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს თანხმობას სთხოვს. დადგენილების მიხედვით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხიდი ამორტიზებულია და საჭიროა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მასის შეზღუდვა. “სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ხიდი ნაწილობრივ ამორტიზირებულია და უნდა მოხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მასის შეზღუდვა....
„ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მეორე ტურის შედეგების გაუქმებას ითხოვს. პარტიის წევრებმა #59-ე საოლქო კომისიაში აღნიშნული მოთხოვნით განცხადება შეიტანეს. მათი თქმით, არჩევნებმა დარღვევების და დაშინების ფონზე ჩაიარა, ის რეალურად არ ასახავს მოქალაქეთა არჩევანს, ამიტომ მოითხოვენ, ყველა უბნის შედეგების გაუქმებას. მათი თქმით, ისინი ყველა სამართლიანი მეთოდებით შეეცდებიან ყველა ხმების დაცვას. „არჩევნები არ ასახავს მოქალაქეთა რეალურ ნებას, ყველამ ვნახეთ, ხდებოდა მოსყიდვა, დაშინება და იყო არაერთი დარღვევა, ამაზე...
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების ვადის გაგრძელებას იმ ობიექტებისთვის, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდგომ ახორციელებდნენ სამშენებლო საქმიანობას და ცნობილი მოვლენების გამო გათავისუფლებული იყვნენ დღგ-ის გადასახადისგან საქმიანობის წარმოების დროს. მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული შეღავათით მოსარგებლეთა სიაში 2500-მდე სუბიექტია, რომელთაგან უმეტესობამ...
"ქართული ოცნებიდან" ქუთაისის 90-ე კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე ყვება რა გაყალბების სქემა ჰქონდა პარტიას არჩევნების მეორე ტურზე. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. მან ამ თემაზე"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ისაუბრა და მოყვა როგორ ცდილობდნენ პარტიის წარმომადგენლები პოლიციის დახმარებით მის მოტაცებას რათა ინფორმაცია არ გაესაჯაროებინა. "ვიყავი საოლქო უბნიდან, 90-ე უბანზე, ვიყავი კომისიის წევრი. ვცდილობდი, რომ გამეყალბებინა არჩევნები. მაძალებდა ქალბატონი ინგა, "ოცნების" წარმომადგენელი. დამირეკა, რომ ვინმე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ