გორის კეთილმოწყობის სააგენტომ არ იცის პარკირების ჯარიმა რამდენმა მოქალაქემ გადაიხადა

634

გორის კეთილმოწყობის სააგენტომ არ იცის 1 წლის განმავლობაში პარკირების ჯარიმა ზუსტად რამდენმა მოქალაქემ გადაიხადა. ინფორმაციას  რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პარკირების სერვისის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს ახალი სისტემის დანერგვა, რის გამოც მათ პროგრამასთან წვდომა არ აქვთ და ნებაყოფლობით გადახდილი ჯარიმების ზუსტ რაოდენობას ვერ ადგენენ.

“გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს ახალი სისტემის დანერგვა პარკირების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ამ ეტაპზე შეზღუდული გვაქვს წვდომა პროგრამასთან, რის გამოც ნებაყოფლობით გადახდილი ჯარიმების ზუსტ რაოდენობას ამ ეტაპზე ვერ ვადგენთ. პარკირების სამსახური გადავიდა ახალ პროგრამულ სისტემაზე მიმდინარეობს მუშაობა ძველი და ახალი ბაზების გაერთიანებაზე , რაც საშუალებას მოგვცემს აღნიშნული ვებგვერდი goriparking.ge აღვადგინოთ გაერთიანებული ფორმით”, – წერია სააგენტოსმიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში

ამავე ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წელს პარკირების ინსპექტორების მიერ შედენილია – 3860 საჯარიმო ოქმი, ხოლო 2021 წელს – 4274 საჯარიმო ოქმი.