არსად შეჭრის ამოცანა არ არსებობს, ამაში დარწმუნდა ყველა, რაც არ უნდა პროვოკაციები მოეწყოთ, რაც არ უნდა ხაფანგი დაეგოთ, ჩვენ ეს გზა გავიარეთ, რთული, მაგრამ ისე, როგორც ეკადრება მართალ ხალხს, არც პოლიციასთან შეტაკება იყო ჩვენი ამოცანა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მსვლელობისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მიემართება.
მელიას განმარტებით, საპროტესტო მოძრაობა იქნება დინამიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღე...
N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მან იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.
„მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, ამასთან, არ იღებს სათანადო მედიკამენტებს, შიმშილობის პროცედურებისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.
სახალხო დამცველის აპარატმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინა ვიზიტის შემდეგ, N18 დაწესებულებაში შეტანილია...
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ დეპუტატები იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. მისი თქმით, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ პასუხისმგებელმა ადამიანმა აუხსნას, რა მოხდა.
"დღევანდელი საქართველო აღარ არის, თუნდაც, გუშინდელი საქართველო. ეს საპროტესტო მოძრაობა არის უწყვეტი, სხვადასხვა სახისა და ფორმის აქციები, სანამ არ იქნება მიზნები მიღწეული. პირველ რიგში — ძალიან სასწრაფო წესით არ იქნება გადაყვანილი მიხეილს სააკაშილი იქ, სადაც...
ოპოზიციის მხარდამჭერებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც ადგილზე რჩებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. მათ გამთენიისას შენობის წინ დამატებით რკინის ჯებირები განათავსეს.
შეგახსენებთ, ორშაბათს ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ტერიტორიაზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
დილიდან ოპოზიცია საპროტესტო...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში მოტყუებით გადაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ სააკაშვილი თავის წერილში წერს, რომელიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო საზოგადოებას.
წერილში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს ამბობს და არ თანამშრომლობს კლინიკის მედპერსონალთან. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის მხოლოდ მის პირად ექიმს შეხვდება.
"მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს...
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მან სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან მიიღო პირობა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების შეუშვებენ. ეს ლომჯარიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა.
ლომჯარიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ გამონაკლისი დაუშვან და ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ.
"მე პირადად ვთხოვე ხელმძღვანელობას სასჯელაღსრულების დაწესებულების და იუსტიციის სამინისტროს, რომ მისცენ უფლება ადვოკატებს, რომ მოინახულონ. ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ვფიქრობ, უნდა დაუშვან გამონაკლისი. მნიშვნელოვანი იქნება ეს ალბათ მისი ოჯახის სიმშვიდისთვისაც. მივიღე დაპირება, რომ...
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა. ლომჯარიას განცხადებით, სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ. შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა.
ნინო ლომჯარია ასევე ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა იქ ვერ ნახა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს აცნობენ, რომ ის გლდანის ციხეში გადაჰყავდათ.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ...
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით იმედგაცრუებულები არიან. უკრაინის საგარეო უწყება ქართულ მხარეს მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანოს, რომელსაც ყველა სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო პირობა ექნება.
"აღნიშნულ საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა საქართველოს საგარეო უწყებას დღეს გადაეცა. მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დარჩენა პენიტენციურ...
მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანეს რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან. ის აპროტესტებს გლდანის მე-18 დაწესებულებაში ყოფნას. გადმოყვანილი იქნა ავტომანქანით. მისი ინფორმაციით, ტრანსპორტირება მოხდა ავტომობილით, სასწრაფოს მანქანით, – ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა.
მისი თქმით, სააკაშვილს არ სურდა ნომერ მე-18 დაწესებულებაში გადასვლა.
ამასთან, კითხვაზე, ესმის თუ არა მიხეილ სააკაშვილს პატიმრების ხმა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „დაწესებულებაში პატიმრების...
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული ტექნიკა. მათივე თქმით, გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
"მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.
იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, 9 ნოემბერს, 10:00 საათიდან საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა წერტილში გაიმართება, მათ შორის აქციაა დაგეგმილი იუსტიციის სამინისტროსთან.
ნიკა მელიამ საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ „პროტესტი ეტაპობრივად აზვირთდება“.
„ხვალ, დილის 10:00 საათზე დამატებით წერტილებში გავშლით აქციებს. აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან, იქ, ვისი ვალდებულებაცაა, რომ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც ახლა ჰყავთ. ასე ეტაპობრივად აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც მოსაგებია....
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მელიას თქმით, პროტესტი ძალიან მტკიცე, მაგრამ მშვიდობიანი იქნება. ის, ასევე, ამბობს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში განთავსებისთვის ქართული ოცნება მძიმე ფასს გადაიხდის.
"ჩევენ არ დავიშლებით, თბილისის ქუჩები არ დაცარიელდება მანამ, სანამ მოპარულ არჩევნებს უკან არ დააბრუნებენ და სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი...
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით", — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
49 ქალაქი, მათ შორის თბილისი და ბათუმი, იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა.
იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულეიმ დაასახელა ახალი ქალაქები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, დააყენონ კულტურა და შემოქმედებითობა წინა პლანზე, გააზიარონ ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკა.
მისი თქმით, ახალი ურბანული მოდელი უნდა შემუშავდეს ყველა ქალაქში, თავისი არქიტექტორებით, ქალაქმგეგმარებლებით, ლანდშაფტის დიზაინერებითა და მოქალაქეებით. მისი თქმით, ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, იმუშაონ სახელმწიფოებთან, რათა გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა ქალაქებს შორის, რომლის ხელშეწყობაც იუნესკო-ს...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს კომისიებსა თუ ფრაქციებში განხილვები მიმდინარეობს. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
წარმომადგენლობითო ორგანოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ, სადაც ზემონახსენები საკითხის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამაც განიხილა დადგენილება ცვლილების შესახებ.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიას მხიდან გაკეთებული განმარტების შემდეგ კომისიის შემადგენლობამ მხარი დაუჭირა კიდეც ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებას.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებებით, ბიუჯეტის შესრულების ანალიზიდან...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, სანაპიროს ქუჩას ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება.
„ანზორ ერქომაიშვილი ჩვენი კუთხის საამაყო წარმომადგენელი, ქართული ფოლკლორის მოამაგე, დიდი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ასევე ანსამბლების - „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი გახლდათ“, - არნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი, 31 მარტს, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ვოკალურ ანსამბლს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!




































