ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ.
“ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.




![ღარიბაშვილი: ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ თქვე საც… , კაცმა [ივანიშვილი] იშოვა თავისი ნიჭით სხვა ქვეყანაში, ჩამოიტანა, დახარჯა](https://droa.ge/wp-content/uploads/2021/02/ირაკლი-ღარიბაშვილი-218x150.jpg)






























