ძალიან საინტერესო და შინაარსობრივი შეხვედრა გვქონდა ბატონ პრემიერმინისტრთან, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და სახელმწიფო რწმუნებულს. მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნის მეთაურისგან, - ამის შესახებ ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, პრემიერმინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მოქალაქე და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მოსახლეობის მხრიდან წამოსული პრობლემების განხილვას. „ძალიან საინტერესო და შინაარსობრივი...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მედია ორგანიზაციებს მიმართავს, საარჩევნოდ „უკანონო სქემების გამოყენების“ შესახებ მათ ხელთ არსებული მასალები მიაწოდონ. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გავრცელდა რეპორტაჟები, სადაც ჩანს რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენებით ცდილობს მისი მხარდამჭერების რიგების გაზრდას და პოლიტიკური ოპონენტების დასჯას. ორგანიზაცია სწორედ ამგვარი რეპორტაჟების მიწოდებას ითხოვს. „ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ...
კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ ბოლო 1-1.5 წლის განმავლობაში რეფორმები საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებში აღარ იყო და ახლა სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, დაუბრუნდეს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების გზას. “სამწუხაროდ, ბოლო 1-1.5 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა რეფორმებზე ყურადღებას აღარ ამახვილებს, თუმცა ამჟამად არის დრო, საერთაშორისო საზოგადოებას გაეგზავნოს სიგნალი, რომ საქართველო კვლავ რეფორმების გზაზეა ფოკუსირებული და რომ ამ რეფორმებით მას ქვეყანაში...
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კომუნალური ხარჯების კომპენსირება მომდევნო წელს მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2022 წლიდან მოსახლეობის ყველა კატეგორია დახმარებას ვეღარ მიიღებს. “მომდევნო წელს გათვალისწინებულია მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ტარიფის კომპენსირება ანუ რიგითი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ჩემთვის და თქვენთვის გათვლისწინებული არ არის ტარიფის სუბსიდირება და მხოლოდ მიზობრივი ჯგუფებისთვის იქნება. ზოგადად, ქვეყანაში იქნება დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს,...
ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო, რომელიც 39 დეპუტატისგან დაკომპლექტდება, უახლოეს დღეებში პირველ სხდომას გამართავს. მმართველ გუნდში თავმჯდომარეობის კანდიდატების აქტიური განხილვა მიმდინარეობს, თუმცა ამაზე ღიად საუბარი არ სურთ. ოპოზიციური პარტიები კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნებიდან“ თავმჯდომარის პოზიციის დასაკავებლად ოთხი კანდიდატი იბრძვის.  ახალციხის საკრებულოში სავარაუდოდ საკუთარი კანდიდატის წარდგენას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობაც“. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ვის დაასახელებს „ქართული ოცნება“  საკრებულოს თავმჯდომარედ, ჩვენთვის უცნობია,...
video
დაუსრულებელ კორპუსში სახურავის, კომუნალური სისტემისა და სხვა ინფრასტრუქტურის გარეშე შესახლდნენ და უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობენ. ბათუმში, ლერმონტოვის 37 ნომერში მდებარე ბინების საფასური მშენებელს სრულად გადაუხადეს, თუმცა სახლის დასრულება  ამ დრომდე არ მოხერხდა. წყალი და კომუნიკაცია საკუთარი ხარჯით შეიყვანეს, ლიფტიც თავად იყიდეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. კორპუსები ექსპლუატაციაში „გლობალმშენს“ 2009 წელს უნდა გადაეცა. კომპანია გაკოტრდა და მშენებლობა მის ნაცვლად, ამხანაგობამ თავის ხარჯზე...
video
თუ კი, განვლილ ოთხ წელს გადავხედავთ ვნახავთ, რომ ბესარიონ გოგოტიშვილი, არც აქტიური დეპუტატი იყო და მას არც ინიციატივა დაუყენებია. შესაბამისად, "TV25-ის" კითხვაზე ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, რადგან გასახსენებელი არაფერი ჰქონდა და ჩართული კამერისგან თავის დაღწევას შეეცადა. იგი, ბათუმის საკრებულოში, 2017 წელს, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით მოხვდა. TV25-ის ცნობით, ჩართულ კამერას გაექცა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი თამარის დასახლებაში და საკრებულოს თავმჯდომარის...
რატომ არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება? საკითხტან დაკავშირებით, სუს-ი განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არსებობდა საფრთხე, ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებისთვის მიემართა. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში...
"რაჭის სათემო ორგანიზაცია”, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მიკროგრანტების კონკურსს აცხადებს. მათივე ცნობით, საგრანტო კონკურსი პროექტის „ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის“ ფარგლებში ცხადდება. ამასთან, საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს შექმნან თანატოლთა ქსელი, რათა გაზარდონ გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა, შეცვალონ ცნობიერება და ხელი შეუწყონ დისკრიმინაციის აღმოფხვრას. საგრანტო კონკურსის დებულების და საპროექტო განაცხადის ფორმის გასაცნობად ეწვიეთ მითითებულ ბმულს. შევსებული განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია - racha.community@gmail.com-ზე.
ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომლის განხორციელებასაც მომავალში ვაპირებთ და სწორედ ამ გეგმებზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ თითოეული მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს პრემიერთან შეხვედრა. „პრემიერის მხრიდან არის დაპირება, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებით გვერდში დაუდგება...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი ესწრებოდა. პრემიერ-მინისტრმა მერებთან რეგიონის საჭიროებებზე ისაუბრა მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზაობა, პირადად ჩაერთოს არსებული პრობლემების მოგვარებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად მერებისა და სახელმწიფო რწმუნებულების კოორდინირებული მუშაობის...
ბათუმს UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წოდება მიენიჭა. ბათუმის მერიის ცნობით, აღნიშნული ტიტულით, ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელიც UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა. „აღნიშნული ტიტულის მინიჭება ბათუმის მერიის მიერ UNESCO-ში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე განხორციელდა, რაც გულისხმობს ქალაქის მზაობას, გაიზიაროს საუკეთესო გამოცდილება და გააძლიეროს თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებას და კულტურული ინდუსტრიების გაძლიერებას, ასევე გაზრდის მონაწილეობას კულტურულ ცხოვრებაში. ამასთან, ქალაქის მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა...
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს,-  ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, ჟორდანიას ქუჩაზე საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. მერიის ცნობით, გზის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ჟორდანიას ქუჩის გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 8 მარტის, კუბისა და ქორთუას ქუჩებზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, კომპანიამ „აგროგრუპი“ სამაცივრე მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 540,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 350,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში მდებარე სამაცივრე მეურნეობაში, სადაც 500 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი, 6 ადამიანია დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს გაეცნენ. სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, თომა დეკანოიძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანს თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, თუშეთის ეროვნული პარკისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის საზღვრების დემარკაციის შედეგების ასახვა წარმოადგენს. რაც შეეხება...
წინა სტატია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების - თვითმმართველი ქალაქ თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, მხარი დაუჭირა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, 2014 წლის 25 დეკემბერს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ