ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობისპროექტი სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ მოიწონა. ამის ესახებ ხარაგაულის მერის მოადგილე დავით დევდარიანმა განაცხადა. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
ხუნევის საბავშვო ბაღის აშენება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით იგეგმება.
„ეს პროექტი სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება და მათგან საბოლოო დასტურის შემდეგ შენობის ასაშენებლად ტენდერს გამოვაცხადებთ, – ამბობს დავით დევდარიანი, – საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან დაფინანსების მოსაპოვებლად სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს...
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე გზის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო.
„4 967 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგო. რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ასფალტის საფარი 1 874 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი კედლები.
ჯამში,...
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი, რამდენიმე თვეა, გაიხსნა და ახალგაზრდების დიდი დაინტერესებაც გამოიწვია. იგი იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი საგანმანათლებლო ჰაბია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გაძლიერებას, ამასთანავე აძლევს დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობას. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში სწავლა ჰიბრიდულად, ანუ როგორც ონლაინ, ისე დასწრებული ფორმატით მიმდინარეობს. ამჟამად ცენტრში სხვადასხვა პროგრამებზე 200-მდე ახალგაზრდა სწავლობს. აქ სწავლა უფასოა.
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია პატარიძე აღნიშნავს, რომ...
გურჯაანის ტექნოპარკი 1 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრში არაერთი ინოვაციური პროექტი განხორციელდა. ტექნოპარკი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი გახდა, სადაც ისინი ახალ უნარ-ჩვევებს იძენენ და უახლეს ტექნოლოგიებს ეუფლებიან. თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
კახეთის რეგიონში, კერძოდ კი, ქალაქ გურჯაანში შეიქმნა „კახეთის სპორტის წყლის სახეობათა ფედერაცია“. პრეზიდენტის, გურამ მამუკაშვილის ინფორმაციით, ფედერაციის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გურჯაანში საცურაო აუზი გაიხსნა და მოცურავეთა ჯგუფიც შედგა. ამის შესახებ გაოცემა სპექტრი წერს.
„გურჯაანში საცურაო აუზის გახსნიდან პირველ-მეორე წელს, როდესაც დავინახეთ ჩვენი მოცურავეების წარმატებული ნაბიჯები, გაჩნდა იდეა დაარსებულიყო „კახეთის სპორტის წყლის სახეობათა ფედერაცია“, რათა ხელი შეგვეწყო ცურვის...
“უფასო პური” – სოციალური ხასიათის აქცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ვალერი ბოჭორიშვილმა გამართა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მან დაბადების დღის აღნიშვნა ქველმოქმედებით ჩაანაცვლა.
ახალგაზრდამ საკუთარი ინიციატივით იმ მოქალაქეების დახმარება გადაწყვიტა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ცენტრალურ მოედანზე მან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემა აქვთ, პური უფასოდ დაურიგა.
,,ყველაფერი პანდემიის და ლოქდაუნის დროს დაიწყო, როცა სხვებს ვეხმარებოდი ამ საქმეების კეთებაში და...
ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, სოფელ ქვემო ბოლნისში 600 კაცზე გათვლილი ახალი რიტუალების სახლი აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელში მოსახლეობის მოთხოვნით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 400 000 ლარი შეადგინა. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო სველი წერტილები და ღია ფარდული.
ახლადაშენებული რიტუალების სახლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის...
სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მმართველი პარტიის ყოფილი მერების დიდი ნაწილი კვლავ თვითმმართველობაში დარჩა. ნინოწმინდასა და ასპინძაში „ქართულმა ოცნებამ“ იგივე მერები შეარჩია. ახალციხეში, ბორჯომსა და ადიგენში კი მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა საკრებულოში გადაინაცვლეს. ახალქალაქი რეგიონში ერთადერთია, რომლის ხელმძღვანელმა თვითმმართველობა დატოვა, იურიკ უნანიანი ამ ეტაპზე არც საკრებულოშია და არც მერიაში. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, რომელიც მუნიციპალიტეტს 8...
გორში კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შეიქმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამაცივრო მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან: 540 ათასი ლარი - სახელმწიფო გრანტი; 350 ათასი ლარი -შეღავათიანი აგროკრედიტი; შპს „აგროგრუპის“ სამაცივრო მეურნეობაში, სადაც 500 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი, 6 ადამიანია დასაქმებული.
სოფლის განვითარების სააგენტო/Rda...
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მირიან ქათამაძე დაინიშნა. ახალი მოადგილე თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ წარუდგინა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
,,გამოცდილება, პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, საზოგადოებისათვის სასარგებლო, საქმიანობაში ჩართულობა-ეს ის კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც შეირჩა მოადგილე”- აღნიშნა გიორგი სურმანიძემ.
პროფესიით იურისტი მირიან ქათამაძე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი იყო.
პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განმარტებას იუსტიციის მინისტრი გააკეთებს.
„ჩვენ გავეცანით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. იუსტიციის მინისტრი გააკეთებს ამ თემაზე ბრიფინგს უახლოეს რამდენიმე საათში და ვრცლად განმარტავს. მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი...
წინა სტატია
აჭარის უმაღლეს საბჭოში ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყების წინ ილია ვერძაძემ განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტის დაწყების შესახებ წერილობით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ილია ვერძაძის განმარტებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ ჩაერთონ საკანონმდებლო საქმიანობაში.
"ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა. მას არ ეძლევა...
ხელვაჩაურში წელს დაგეგმილი სოციალური სახლი გარდამავალ პროექტებს შორის მოხვდა და მისი მშენებლობა მიმდინარეს ნაცვლად მომავალ წელს დაიწყება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, კომისიამ ბენეფიციართა შესარჩევი კრიტერიუმების შემუშავება დააგვიანა.
ტარიელ ნაკაშიძის ინფორმაციით, კომისიის წევრებს შორის არაინ მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და მისი მოადგილე კახა ფუტკარაძე. მათ დღეს პრესსამსახურის მცდელობის მიუხედავად ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშზე კომენტარი არ გააკეთეს. სწორედ ამ ანგარიშში მოხვდა სოციალური...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სრულად მოიხდის, ამას კი "ვერანაირი ანა ფოტიგები" და კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები ვერ შეცვლიან.
"გამორიცხულია, ვინც არ უნდა ითხოვოს, მოითხოვოს, თქვას თუ ა.შ. რომ საქართველოში კანონი აღარ აღსრულდეს ბოლომდე. იგივე იქნება სააკაშვილის შემთხვევაშიც, მას აქვს შეფარდებული კონკრეტული სასჯელი, 6 წლით თავისუფლების აღვკვეთა, სხვა ბრალებზე არ გავამახვილებ ყურადღებას იმიტომ, რომ ეს არის,...
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას მხარი დაუჭირა.
პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების თანახმად, საქმე ეხება კომპანია „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსის“ არაერთგზის მიმართვას როგორც პრემიერმინისტრის, ისე მუნიციპალიტეტებისა და სამინისტროებისადმი იმის თაობაზე, რომ ინვესტორის მიერ 2014 წელს ნაყიდი მიწის ნაწილი, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებით გარდაბანს ეკუთვნის, თბილისის ტერიტორია აღმოჩნდა და უძრავი ქონების მფლობელი აღნიშნულის...
აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და 2022-2025 წლების პრიორიტეტები დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივ გასვლით სხდომაზე, რომელიც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიუჯეტის კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი ამჯერადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
„კოვიდპანდემიის მიუხედავად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































