გორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შეიქმნა

379

გორში კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შეიქმნა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამაცივრო მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან: 540 ათასი ლარი – სახელმწიფო გრანტი; 350 ათასი ლარი -შეღავათიანი აგროკრედიტი; შპს „აგროგრუპის“ სამაცივრო მეურნეობაში, სადაც 500 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი, 6 ადამიანია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტო/Rda -ს პროგრამების ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში 56 შემნახველი და სამაცივრო მეურნეობა უკვე დაფინანსდა.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით, შეიქმნა 15 ათას ტონაზე მეტი პროდუქციის შემნახველი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 34 მილიონი ლარის აგროსესხი იქნა გაცემული.