თბილისის მერია: ავჭალა 2-ში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

313

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე გზის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო.

„4 967 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგო. რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ასფალტის საფარი 1 874 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო.

სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი კედლები.

ჯამში, ორივე ქუჩის კეთილმოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 617 354 ლარი დაიხარჯა“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.