წინა სტატია
ხმაური და დაპირისპირებაა ზუგდიდის საკრებულოში - მოშიმშილე ოპოზიციონერები სხდომათა დარბაზიდან პოლიციის ძალის გამოყენებით გაიყვანეს. შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი დეპუტატიც. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"ეს ძალის გამოყენება კი არ იყო, ეს იყო საშინელება. ჩემზე, მოშიმშილე ადამიანზე მოსინჯეს კუნთები და გამომათრიეს ძალით. ჰუმანური საზოგადოება, ეს მათხოვრები ესენი ჩვენთან არიან მაგრები და ჩვენთან მოისინჯეს კუნთი. დიდი პატივია აქ ვეგდო იატაკზე და მიყურებდნენ მონები, მონებს...
გორის მერიას 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხა 100 000 ლარით აქვს წარმოდგენილი. მიმდინარე წლის გეგმა კი უფრო მეტით იყო განსაზღვრული. გორის მერია სათამაშო ბიზნესიდან 2021 წლის ბოლომდე, 160 ათასი ლარის მიღებას ელოდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ამ მხრივ შეფერხება მხოლოდ 2020 წელს, იყო, როდესაც კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიო პანდემია გამოცხადდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში საკარანტინე რეგულაციები...
წინა სტატია
ეს არის პარტიული დავალება, „ქართული ოცნების" დავალება შეასრულა პოლიციამ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა, როდესაც ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილე ოპოზიციონერების პოლიციის ძალით გამოყვანას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სამართალდამცავებმა მოშიმშილეები ისე გაიყვანეს, რომ ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მათი დახმარების შესაძლებლობა არ მიეცა.
„ეს არის რუსული „მილიცია", რომელიც ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას. გადათელეს მოშიმშილეები და იმის საშუალებაც არ მისცეს სასწრაფოს,...
კანონით დადგენილ ვადაში, კონკრეტულად რომელი თვითმმართველობა რომელ დღეს დაამტკიცებს ბიუჯეტს, ეს მათი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები დამოუკიდებელი ორგანოებია და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მათ საქმიანობაში არ ჩაერევა.
„საკრებულოებმა მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიიღონ. თვითმმართველობა დამოუკიდებელია და მათ საქმეში ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტი ვერ ჩაერევა. საკითხს...
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 5 800 600 ლარი დაიხარჯება. დოკუმენტს ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის წევრები ეცნობიან.
წარმოდგენილი თანხა 1 555 600 ლარით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მიმართულებასთან შედარებით. მიმდინარე წელს, შრომის ანაზღაურებისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 4 245 000 ლარი გითვალისწინეს.
ინფორმაციისთვის, საჯარო სამსახურებში ხელფასების 10-20%-იანი მატების შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა გააკეთა. ირაკლი...
ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტების ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომების ჩატარების თარიღს მომდევნო კვირას დაასახელებს.
როგორც ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, სავარაუდოდ, ცესკო მაქსიმალურ, 30-დღიან ვადას საკრებულოების პირველი სხდომების ჩატარებისთვის არ გამოიყენებს.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 ნოემბერს შეაჯამა თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური და ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. რაც შეეხება საკრებულოების სხდომების მოწვევის თარიღს, საარჩევნო კოდექსის...
ფოთში, ახლად არჩეული საკრებულოს სამმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ისინი პროტესტს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთახიდან შეუერთდნენ. ისინი მოშიმშილეთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.
„21-ე საუკუნეში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი, ეს მე მგონი, ძალიან სირცხვილია და სირცხვილზე კიდევ უარესი, მაგრამ ხელისუფლებას რადგანაც არ ესმის, ახალარჩეულმა საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტულება მიიღეს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართონ და დაიწყონ შიმშილობა....
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ მოშიმშილე ოპოზიციონერებს საკრებულოს დარბაზი, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
ამ წუთებში, მოშიმშილეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში შეჰყავთ, სადაც ისინი თავდაპირველად იმყოფებოდნენ.
ზუგდიდის საკრებულომ მოშიმშილეებს რამდენჯერმე მიმართა, რომ დაეტოვებინათ სხდომათა დარბაზი, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ არ აპირებდნენ დარბაზის დატოვებას, რის შემდეგაც ისინი დარბაზიდან პოლიციის ძალით გაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ,...
საკრებულოების გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათი ლეგიტიმაციის და კომპეტენციის ფარგლებში რასაც უნდათ იმას გააკეთებენ, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებებს, რომ მუნიციპალიტეტებში საკრებულოებს ბიუჯეტის განხილვა დაწყებული აქვთ და დაჩქარებულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე სურთ მისი დამტკიცება.
მისივე თქმით, მთავარი არის ის, რომ არ დაირღვეს კანონი და ამაში, თუ როდის მიიღონ ბიუჯეტი, ვერ ჩაერევა.
„თუ რაიმე უკანონობაა, მითხარით და გაგცემთ პასუხს....
ზუგდიდის საკრებულომ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს თეიმურაზ ბასილაიას და ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“ თავმჯდომარეს, ბათლომე შელიას განცხადებით მიმართა, რათა დარბაზში მყოფმა მოშიმშილე, ახლად არჩეულმა დეპუტატებმა საკრებულოს დარბაზი დატოვონ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 15:00 საათზე ჩანიშნულია სხდომა და მათი დარბაზში ყოფნა მუშაობის პროცესს აფერხებს.
„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, დანიშნულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა 2022...
გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში სვიმონ I-ის ქუჩაზე არსებული ისტორიული კედლების რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის 203 100 ლარია გათვალისწინებული.
სვიმონ I-ის ქუჩა გორში, ერთ-ერთი პირველი დასახლებაა, რომელიც გორის ციხის მიმდებარედ გაშენდა.
შემაღლებულ ადგილას, გორის ციხის ფერდობზე შეფენილი ნაგებობების ნაწილი დანგრეულია, გადარჩენილი კი რესტავრაციას საჭიროებს.
“რეაბილიტაცია მოხდება ისტორიული შენობების კედლების, რადგან აღნიშნულ ადგილას საავტომობილო გზა გადის და დაზიანებული კედლები საფრთხის შემცველია. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ამით გაუმჯობესდება ქუჩის იერსახეც”, –...
გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლები გორში, რომლებიც 2021 წლის მოწვევის საკრებულოს წევრები გახდნენ პედაგოგებისთვის ახალი პროექტის ინიცირებას გეგმავენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მაია ბოლაშვილის განმარტებით, პირველივე სხდომაზე საკითხის გაჟღერებისთვის შესაბამისი დრო და ვითარება არ იქნება, თუმცა მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ფრაქციას საკითხის ინიცირების საშუალება მიეცემა, სოციალურად დაუცველი პედაგოგების მხარდასაჭერად, წიასწარ შემუშავებულ პროექტს წარუდგენენ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოს.
“პროექტი, შეეხება იმ პედაგოგებს,რომლებსაც ჯერ...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურომ ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-19 სხდომაზე, დღის წესრიგის პირველ საკითხად 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს. მათივე ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - მარინე გვიანიძის მიერ წარმოდგენილი საკითხი ბიურომ ცნობად მიიღო.
„ბიურომ მხარი დაუჭირა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკოლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული.
სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი და წლებია რეაბილიტაციას საჭიროებს. მისი რეაბილიტაციისთვის ტენდერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.
ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში უნდა დაასრულოს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან და ეუთოდან – ტოივო კლაარი და ანიკა სოდერი, ასევე, გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ სოხუმში იმყოფებიან. აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების მორიგი, 55 - ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს, წერს "აფსადგილ ინფო".
თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე, აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ", ირაკლი ტუჟბამ კიდევ ერთხელ წამოაყენა ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების საკითხი.
გარდა ამისა,...
„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ შვიდსართულიან შენობაზე ერთი სართულის დამატებას ითხოვს, საკითხზე ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს და დეპუტატებმა საკითხს მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
სამშენებლო პროექტში ცვლილების შესახებ პროექტი კომპანიამ მერიაში წარადგინა. განმარტებით ბარათში წერია, რომ ასევე იცვლება ობიექტის ფუნქციური დანიშნულებაც.
''დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილების შეტანა, ცვლილების საჭიროება მდგომარეობს შემდეგში: იცვლება საპროექტო შენობის ფუნქციური დანიშნულება, ნებართვით დამტკიცებული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































