მეჯვრისხევში 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

200

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკოლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული.

სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი და წლებია რეაბილიტაციას საჭიროებს. მისი რეაბილიტაციისთვის ტენდერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.

ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში უნდა დაასრულოს.