2022 წელს გორის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 5 800 600 ლარი დაიხარჯება

305

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 5 800 600 ლარი დაიხარჯება. დოკუმენტს ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის წევრები ეცნობიან.

წარმოდგენილი თანხა 1 555 600 ლარით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მიმართულებასთან შედარებით. მიმდინარე წელს, შრომის ანაზღაურებისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 4 245 000 ლარი გითვალისწინეს.

ინფორმაციისთვის, საჯარო სამსახურებში ხელფასების 10-20%-იანი მატების შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ანაზღაურება საჯარო მოხელეებს 2022 წლის იანვრიდან გაეზრდებათ.