სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში ფერმერებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ფერმერთა ასოციაცია“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ამჯერად, ახალციხის მუნიციპალიტეტის ფერმერებს შეხვდა. შეხვედრა „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ორგანიზებით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მოეწყო. „ფერმერებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროგრამის შესახებ და ის შესაძლებლობები განიხილეს, რომლებითაც ბენეფიციარები ისარგებლებენ. ახალი...
ეუთო ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 103-ე შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთო-ს შუამავლობით გამართული შეხვედრა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გათვალისწინებით, ჯანმრთლეობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომების შესაბამისად ჩატარდა. „მონაწილეებმა განიხილეს გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და სხვა შეზღუდვების გავლენა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრებაზე. მათ ყურადღება გაამახვილეს ადმინიტრაციულ გამყოფ ხაზთან უსაფრთხოების კუთხით ბოლო მოვლენებზე, დაკავების საქმეებზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში...
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია, შრომისუნარიანი მოწყვლად/მიზნობრივ ჯგუფს მიკუთვნებული მოქალაქეების შრომის ბაზარზე გააქტიურების და მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის განხორციელება. მემორანდუმი ითვალისწინებს სამიზნე რეგიონებში/რაიონში მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობისთვის, მათი შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში ჩართვისთვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებლების ინფორმირებულობას, დასაქმების ხელშეწყობის სერვისის მიწოდების ხარისხს კიდევ...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. დღეს საპროტესტო მსვლელობები სხვა ლოკაციელბზე უნდა გამართულიყო, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა, მსვლელობები გააუქმა და საპროტესტო აქციის ლოკაციად რესპუბლიკის მოედანი დაასახელა. „ჩვენ 19 ნოემბერს, დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია - მსვლელობას ვაუქმებთ და ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ...
ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას 1 ოქტომბრის, მისი დაკავების შემდეგ - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მიესალმება სახალხო დამცველის მიერ სამედიცინო ჯგუფის შექმნას. „მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედველო მუშაობას დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნის კუთხით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და...
გორის მერიის ინფორმაციით, სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 488 000 ლარით იზრდება. ცვლილებების პაკეტი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე წარუდგინა. გორის მერიიც ცნობით, საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში 2022 წელს ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარებების დაფინანსება პროგრამის ზოგიერთი მუხლით მოსარგებლეთათვის 50, 100 და ზოგ შემთხვევაში 200 ლარით გაიზრდება. „მერიის მიერ მომზადებული პაკეტით 200 ლარით გაიზრდება და 300-ის ნაცვლად 500 ლარი გახდება: ონკოლოგიური პაციენტების კვლევის...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, 2020-21 წლებში, ოკუპირებული რეგიონების 2000-ზე მეტმა მცხოვრებმა ისარგებლა და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა. „სამშვიდობო ინიციატივის გარდა, მოკლედ მინდა შევეხო ჩართულობის პოლიტიკის სხვა მიმართულებებს, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვისა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნის თვალსაზრისით. კრიტიკული მნიშვნელობის არის უფასო ჯანდაცვის...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა 800-ზე მეტ კოვიდინფიცირებულ პაციენტს გაეწია. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა. „გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დახმარებამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, რაც კორონავირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან რამდენიმე კომპონენტად, ძირითადად, აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით განხორციელდა, სამედიცინო საშუალებების მიწოდების, ცნობიერების ამაღლების, ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარების ჩათვლით....
თანასწორობის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის სტრატეგიული პრიორიტეტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჩართულობის გასაძლიერებლად დასახულია ნაბიჯები, რომელიც უფრო მაღალ სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული და უპასუხებს მიმდინარე საჭიროებებს, მათ შორის, თანაბარი საარჩევნო გარემოს განვითარებისა და არსებული საკონსულტაციო მექანიზმების გაძლიერების თვალსაზრისით, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე მისი დანიშვნიდან დღემდე ქვეყნის შიდა, რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელოვანი განვითარებების ფონზე იყო უპრეცედენტოდ რთული, გლობალური პანდემიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა. „მიმდინარე რუსული ოკუპაციითა და მისი თანმხლები უკანონო პროცესებით შექმნილი ისედაც მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა, რაც განპირობებულია დე-ფაქტო ანექსიისკენ...
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო, არსებითი ხასიათის ცვლილება აისახა. პროექტის მიხედვით, ერთი პარტიული სიით გასულ საკრებულოს წევრებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეეძლებათ. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული იყო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა ყოველ მეხუთე წევრზე. “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაყენებული წინადადების საფუძველზე ფორმულა შეიცვალა და ფრაქციაში ყოველ სამ წევრზე შესაძლებელი იქნება მოადგილის არჩევა, მხოლოდ არა...
ზამთრის მოახლოების გამო დედაქალაქში მოქმედი შადრევნები გაითიშება. ყველა შადრევანი ტემპერატურის ცვლილების გამო 20 ნოემბრიდან გაითიშება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზამთრის დადგომისას, შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლიურად ხორციელდება. „დედაქალაქში არსებული 60-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია. ყველა მათგანი გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ისევ ჩაირთვება და...
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები პირველი სხდომის დაუყოვნებლივ ჩატარებას მოითხოვენ. მათ ერთობლივი განცხადება, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან გააკეთეს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს, მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს და არაერთი ქონება აჭარის მთავრობას გადასცეს. მათი თქმით, ახალი მოწვევის საკრებულოში "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ ჰყავს. "ბიუჯეტის დამტკიცებას ძველი საკრებულო შეეცდება იმიტომ, რომ სამჯერ ჩავარდნის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს არა მარტო საკრებულოს,...
გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტო 2022 წლისთვის დაფინანსების სახით, 3 მლნ 600 ათას ლარს მიიღებს. ადმინისტრიაციის ინფორმაციით, მგზავრთა ფიქისირებული გადასახადიდან მიღებული შემოსავალი ვერ უზრუნველყოფს საჭირო ხარჯების დაფარვას, რის გამოც მუნიციპალური ა(ა)იპ – ის შენახვა მომავალ წელსაც ადგილობრივ ბიუჯეტს მოუწევს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მგზავრობის გადასახადის ცვლილებას სააგენტო 2022 წლისთვის არ გეგმავს, თუმცა განმარტავს, რომ არსებული შემოსავლები ორგანიზაციის შეუფერხებლად მუშაობისთვის არასაკმარისია. “დაწესებულია...
იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა რეგიონში ორი წარმატებით განხორციელებული პროექტი გახსნა, რომლებიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ონის მუნიციპალიტეტმა შეიძინა მძიმე ტექნიკა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისათვის, ხოლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ფონდ „აფხაზინტერკონტს“ გადაეცა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა, რომელიც ადგილობრივი ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტების...
გორში, ელქტროფიკაციის დასახლებაში კალათბურთის მოსაწყობად 76 770 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ