ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები პირველი სხდომის დაუყოვნებლივ ჩატარებას მოითხოვენ

235

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები პირველი სხდომის დაუყოვნებლივ ჩატარებას მოითხოვენ. მათ ერთობლივი განცხადება, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან გააკეთეს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს, მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს და არაერთი ქონება აჭარის მთავრობას გადასცეს.

მათი თქმით, ახალი მოწვევის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა არ ჰყავს.

“ბიუჯეტის დამტკიცებას ძველი საკრებულო შეეცდება იმიტომ, რომ სამჯერ ჩავარდნის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს არა მარტო საკრებულოს, არამედ მერის რიგგარეშე არჩევნებიც. ახალ საკრებულოში კი, ამის დიდი ალბათობა იქნება. სწორედ ამას გაურბის „ქართული ოცნება”, – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნოდარ დუმბაძე.