20 ნოემბრიდან დედაქალაქში მოქმედი ყველა შადრევანი გაითიშება

297

ზამთრის მოახლოების გამო დედაქალაქში მოქმედი შადრევნები გაითიშება. ყველა შადრევანი ტემპერატურის ცვლილების გამო 20 ნოემბრიდან გაითიშება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზამთრის დადგომისას, შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლიურად ხორციელდება.

„დედაქალაქში არსებული 60-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია.

ყველა მათგანი გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ისევ ჩაირთვება და კიდევ უფრო გაალამაზებს ჩვენს ქალაქს“, – ნათქვამია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.